GE

ჯეპრა

  • ორგანიზაცია:

    ჯეპრა

  • სექტორი:

    კომპანია

  • ზომა:

    საშუალო

  • დაარსების თარიღი:

    2002

  • საკონტაქტო პირი:

    თამარ ვარამაშვილი

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    მ. ალექსიძის #3

საკონსულტაციო ჯგუფი ჯეპრა 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე და დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგული კომუნიკაციისა და ზოგადი სტრატეგიული კონსულტაციის სფეროში მომუშავე კერძო დამოუკიდებელ ბიზნესკომპანიას წარმოადგენს.

პრიორიტეტული მიმართულებები:

ხარისხიანი განათლება: პროფესიული განათლება, თანამშრომლების მუდმივი გადამზადება, ბიზნესლიტერატურის პროექტი, ნიკო ნიკოლაძის პრემია, საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერების გაციფრულება.

გენდერული თანასწორობა: პროფესიული განვითარება, თანასწორი გარემოს შექმნა სამუშაო ადგილზე, ქალი მცირე მეწარმეების ხელშეწყობა…

შემცირებული უთანასწორობა: ოფისი სრულად ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის; ახლა ვგეგმავთ ოფისის უსინათლოებისთვის ადაპტირებაზე და შშმ პრინციპების დანერგვაზე

ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა: ჯანმრთელობის დაზღვევა, შრომის უფლებების დაცვა, ქალების და კაცების დეკრეტული შვებულება.

გარემოს დაცვა: ოფისი აღჭურვილია ეკომეგობრული ნათურებით; გვაქვს მწვანე ყუთი, სადაც ხდება ქაღალდის შენახვა. ძირითადად ვიყენებთ მეორად ფურცლებს. უკვე 2 წელია არ ვიყენებთ პლასტმასს და ოფისში გვაქვს ბრენდირებული ბიოდეგრადირებადი ჭიქები. ყოველწიურად მონაწილეობას ვიღებთ ხოლმე, როგორც ხეების დარგვის აქციებში, ისე დასუფთავების კამპანიებში

პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის: ვერთვებით პარტნიორი ორგანიზაციების და არასამთავროების კორპორაციული პასუხიმგებლობის ინიციატივებსა და აქიტობებში და ვახორციელებთ სხვადასხვა კამპანიას როგორც ადვოკატობის, ისე ცნობადობის ამაღლების კუთხით.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და 10 სამუშაო დღე სჭირდება გადაწყვეტილების მიღებას

CEO:

„CSR სტრატეგიის შექმნა, თანამედროვე ბიზნესის წარმატების გადამწყვეტი კომპონენტია. მნიშვნელობა არ აქვს ბიზნესის ზომას, ძალიან მარტივი ნაბიჯების გადადგმით შესაძლებელია ბიზნესი გახდეს პასუხისმგებლიანი და განახორციელოს პოზიტიური ცვლილებები საზოგადოებისთვის და გარემოსთვის, სადაც ის საქმიანობს, მისთვის პრიორიტეტული მიმართულებებით.
დასაწყისისთვის უნდა შექმნათ პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც აერთიანებს სოციალური, გარემოსდაცვითი, განათლების, ეთიკური, ადამიანის უფლებების ასპექტებს და დააინტეგრიროთ ისინი კომპანიის განვითარების სტრატეგიაში“ – ეკატერინე ჟვანია

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა