GE

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

  • ორგანიზაცია:

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

  • სექტორი:

    არასამთავრობო ორგანიზაცია

  • ზომა:

    საშუალო

  • დაარსების თარიღი:

    6/18/2009

  • საკონტაქტო პირი:

    გიორგი კლდიაშვილი

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

    5,000 ლარი

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    ტ. შევჩენკოს ქუჩა N20, თბილისი. 0108. საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებისა და გაძლიერების ხელშეწყობით, დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფა.
დაარსების დღიდან, IDFI-მ, როგორც დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობის კუთხით აღიარებულმა ლიდერმა ორგანიზაციამ, ფართო აღიარება ჰპოვა საქართველოში, დროთა განმავლობაში საერთაშორისო დონეზეც. IDFI-ის მთავარი სამოქმედო მიმართულებებია: ინფორმაციის თავისუფლება, ანალიტიკური საქმიანობის განვითარებითა და ინოვაციური მექანიზმების გამოყენებით მმართველობის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, კორუფციის შემცირება, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულების ამაღლება, ინოვაციური მიდგომებისა, ინკლუზიური ზრდის წახალისება, გამოხატვის თავისუფლება.

პრიორიტეტული მიმართულებები:
კარგი მმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, მედია და გამოხატვის თავისუფლება

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:

არასამთავრობო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს პროაქტიულად შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, წარადგინონ პროექტის იდეა/ კონცეფცია, ბიუჯეტი, შემდგომ ეტაპზე სრული განაცხადი და 2 სარეკომენდაციო წერილი.
გასაუბრების ჩანიშვნის შემდეგ გადაწყვეტილების მიღების პროცესი განისაზღვრება 2 კვირით.

CEO:

IDFI-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ნაციონალიზაციის პროცესში. ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა მთავრობის ადმინისტრაციას მდგრადი განვითარების მიზნების ინსტიტუციონალიზაციის, მონაცემთა შეგროვებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების შექმნისა და დანერგვის პროცესში.
IDFI აქტიურად იყო ჩართული მდგრადი განვითარების მიზნების ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შექმნაშიც. ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ პოლიტიკის დოკუმენტებში ინტეგრაციის მიმართულებითაც.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა