GE

HR პროფესიონალთა ასოციაცია

ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაცია | HRPA • Georgia არის პროფესიული გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს განვითარების პლატფორმას HR და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით მოქმედი პროფესიონალების, ორგანიზაციებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის.
ასოციაცია ორიენტირებულია HR სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე. HRPA • Georgia ხელს უწყობს ქვეყანაში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასა და ცნობიერების ამაღლებას, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის დამსაქმებლებისათვის.
HRPA • Georgia – ს მიზანია:

  1. HR-ის, როგორც ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარების ერთ-ერთი საკვანძო მიმართულების შესახებ ცნობიერების ამაღლება – კერძო, საჯარო, სამოქალაქო სექტორებსა და ზოგადად საზოაგდოებაში;
  2. საქართველოში HR სფეროს განვითარება საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის გზით;
  3. არსებული და მომავალი სპეციალისტების კომპეტენციების განვითარება, მათთვის გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობის, ინფორმაციაზე და რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფით.

HRPA • Georgia დაფუძნებულია პროფესიონალებისა და ექსპერტების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი პრაქტიკული და საკონსულტაციო გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
HRPA • Georgia გუნდის კონსულტანტები არიან ისეთი პროფესიონალები, როგორებიცაა კამელია ბულატი, ანტონი პიტერ ლითლ, ვივიან ჰარნოის, ტომ ჰააკი, რადოსლავა კროსნევა, ბრუნო ჟერინ-როზ, ოლესია ოვანოვა, რომლებიც HR-სა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში მრავალი წლის საერთაშორისო გამოცდილებას ითვლიან.
HRPA • Georgia არის ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, როგორებიცაა: ასოციაციების აღმასრულებელი პირების ამერიკული საზოგადოება (ASAE) და გაერო-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG).

პრიორიტეტული ურთიერთობები:
ასოციაცია მუდმივად ხელს უწყობს წევრი და არაწევრი HR პროფესიონალების პიროვნულ და პროფესიულ ზრდას სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროგრამების დანერგვით.

ასოციაცია თანამშრომლობს UN Women Georgia-სთან, რისი მეშვეობითაც ახდენს HR-ების გადამზადებას და მათი ცნობიერების ამაღლებას გენდერულ თანასწორობასა და მის მნიშვნელობაზე კომპანიებში.

პარტნიორობა ნებისმიერი სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელთან პოზიტიური ცვლილებების მოსატანად, ასევე, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალია ორგანიზაციისთვის.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა