GE

ჰილტონ ბათუმი

  • ორგანიზაცია:

    ჰილტონ ბათუმი

  • სექტორი:

    კომპანია

  • ზომა:

    საშუალო

  • დაარსების თარიღი:

    2015 წელი

  • საკონტაქტო პირი:

    გენო ძიძიგური

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    ბათუმი, რუსთაველის #40

კომპანიის შესახებ:
ჰილტონი არის სტუმართმასპინძლობის სფეროს წამყვანი გლობალური კომპანია მსოფლიო კლასის 18 ბრენდის პორტფოლიოთი, რომელიც მოიცავს 6400-ზე მეტ სასტუმროსა და ერთ მილიონზე მეტ სასტუმრო ნომერს 119 ქვეყანაში.

ჰილტონი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა ჰილტონის ბრენდის სასტუმროთი ქ. ბათუმში 2015 წელს. ორიენტირებულია რა თავისი ძირითადი ხედვის ხორცშესხმაზე – აღავსოს დედამიწა სტუმართმოყვარეობის სითბოთი და სინათლეთი, ჰილტონმა თავისი 100-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე უმასპინძლა 3 მილიარდზე მეტ სტუმარს. ჰილტონმა დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოს საუკეთესო სამუშაო ადგილების 2020 წლის ჩამონათვალში და ნომინირებული იყო 2020 წლის გლობალური ინდუსტრიის ლიდერად დოუ-ჯონსის მდგრადობის ინდექსების მიხედვით.

პრიორიტეტული მიმართულებები:
მინიმალური ხელფასის დაწესება, 50%-50% ქალთა და მამაკაცთა განაწილება მენეჯერულ პოზიციებზე, ნარჩენების შემცირება/გადამუშავება, საკვების და სხვადასხვა ნივთების დონაციაში მონაწილეობის მიღება.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
კომპანიას პარტნიორული პროექტების განხორციელების გამოცდილება ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს ღია თანამშრომლობისთვის სამოქალაქო ორგანიზაციებთან.

CEO
,,ჰილტონში ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი ადამიანების დახმარება და მხარდაჭერაა. ჩვენთვის მთავარი არამხოლოდ ისაა თუ რა გავაკეთეთ და როგორ, არამედ ის თუ ვინ წავწიეთ წინ და ვის დავეხმარეთ.”

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა