GE

GEC Consulting

  • ორგანიზაცია:

    GEC Consulting

  • სექტორი:

    კომპანია

  • ზომა:

    საშუალო

  • დაარსების თარიღი:

    2010 წელი

  • საკონტაქტო პირი:

    ლევან ფანგანი

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    თბილისი 0179, მელიქიშვილის ქ 10, ოფისი 12

GEC არის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის საჭირო კონსულტაციების გაწევა 2010 წლიდან დაიწყო.
GEC სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს და აქვს წარმომადგენლობა ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
GEC-ის მისიაა დავეხმაროთ კლიენტებს საქმიანობის გაუმჯობესების გზების მოძიებაში, პოტენციალისა და ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენაში და მდგრადი ორგანიზაციის შექმნაში. ჩვენი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ ეფექტურად და მივიღოთ მაქსიმალურად შედეგიანი გადაწყვეტილებები პარტნიორებისა და კლიენტების კომპლექსური პროექტების განხორციელებისას.

პრიორიტეტული მიმართულებები:
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: უსაფრთხოება და ჯანმრთელობა GEC-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვზრუნავთ თანამშრომლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ვქმნით თავისუფალ სამუშაო გარემოს, კომპანია სრულად ფარავს თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევას. 

ხარისხიანი განათლება: ხელს ვუწყობთ თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და განვითარებას. ვატარებთ შიდა ტრენინგებს. ჩვენი გუნდის წევრებს ვუფინანსებთ სხვადასხვა სასერტიფიკატო პროგრამას. GEC-ის გუნდი აქტიურად არის ჩართული მეწარმეებისა და სტუდენტების სწავლების პროცესში, რათა ვუზრუნველყოთ ცოდნაზე და ინოვაციაზე დაფუძნებული მდგრადი მომავლის შექმნა.

გენდერული თანასწორობა: ხელს ვუწყობთ ქალთა და მამაკაცთა თანაბარ უფლებებს სამუშაო ადგილას, ვზრუნავთ მათ პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენთან დასაქმებულების 60% შეადგენენ ქალები. ხოლო კომპანიის მენეჯმენტის 50% ქალია. 

ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა: ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი თავს გრძნობს დაფასებულად. მუდმივად ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული თავისუფალი გარემო უზრუნველყოფს თითოეული თანამშრომლის კეთილდღეობას.

კლიმატის მდგრადობის მიღწევა: კლიმატის ცვლილების მიზეზების გადაჭრა მნიშვნელოვანია როგორც გარემოსთვის ასევე გლობალური ეკონომიკისთის. ჩვენი სერვისები, როგორიცაა მდგრადი ფინანსები და ინვესტიციები, მდგრადი რეპორტინგი და სხვა, ეხმარებათ კომპანიებს/ორგანიზაციებს გაზომონ თავიანთი ზეგავლენა, ნახშირბადის ნაკვალევი და შეიტანონ საკუთარი წვლილი კლიმატის მდგრადობის მიღწევაში.

პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის: ხელს ვუწყობთ ჩვენს პარტნიორებსა და კლიენტებს განვითარებაში, მდგრადობის მიღწევაში და ძლიერი ორგანიზაციის შექმნაში. აქტიურად ვართ ჩართულები მდგრად განვითარებასთან, SDG-ებთან, კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიებსა და კონფერენციებში, სხვადასხვა გაერთიანებებში.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
არასამთავრობო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს პროაქტიულად შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ იდეით.

CEO:
GEC-ის საქმიანობის ფუნდამენტური ღირებულება მდგრადი განვითარებაა. ჩვენი კომპანია სისტემური მიდგომის გამოყენებით მიჰყვება ბიზნესის რეალური მდგრადობის პრინციპებს (Business Sustainability 3.0), რათა პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე, ეკონიმიკასა და საზოგადოებაზე, და უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს.
ჩვენი მიზანია, ჰოლისტიკური მიდგომის გამოყენებით, მხარი დავუჭიროთ ორგანიზაციებს/კომპანიებს, რათა მოახდინონ მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის ინტეგრირება საქმიანობის ყველა დონეზე და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიოს მდგრად ტრანსფორმაციაში.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა