GE

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"

ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” არის საქართველოში არსებული ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საგზაო უსაფრთხოების და მდგრადი ტრანსპორტის ხელშეწყობას კვლევების, ადვოკატირების, საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი პროექტების საშუალებით, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა მაღალი რიცხვის შემცირებას და ჯანსაღი გარემოს შექმნას. დაფუძნდა 2006 წელს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ფონდის, ბრიტანეთის საელჩოს და ადგილობრივი ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერით.

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, რაც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა. 2006 წლიდან ორგანიზაცია არის ფიას (FIA) ფონდის პლატფორმის წევრი, 2011 წლიდან – ორანიზაციის „უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის ალიანსი აღმოსავლეთ ქვეყნებში“ (EASST),
2013 წელს ფონდი შეუერთდა საგზაო უსაფრთხოების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალურ ალიანსს. 2012 წელს, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დაჯილდოვდა პრინც მაიკლის საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ჯილდოთი.

პრიორიტეტული მიმართულებები

ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიზანია განახორციელოს ის საქმიანობები, რაც დაკავშირებულია გაეროს მდგარდი განვითარების მიზნებთან, კერძოდ ხელი შეუწყოს შემდეგ მიმართულებებს:

• ხელმისაწვდომი, ინკლუზიური სატრანსპორტო სისტემის განვითარების გზით სიღარიბის დაძლევა და მდგრადი ეკონომიკური განვითარება;
• საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება;
• საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერა მოწყვლადი ჯგუფების, ქალების, ბავშვების, შშმ პირების და მოხუცების ინტერესების გათვალისწინებით;
• ენერგო დამზოგავი და სუფთა სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაცია;
• ჰაერის დაბინძურების შემცირება სატრანსპორტო სექტორიდან.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა