GE

ფინური საერთაშორისო სკოლა

  • ორგანიზაცია:

    ფინური საერთაშორისო სკოლა

  • სექტორი:

    ასოციაცია

  • ზომა:

    მცირე

  • დაარსების თარიღი:

    4/30/2018

  • საკონტაქტო პირი:

    აიეტ კუკავა

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

    EUR 10 000

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    ხახულის 8

ფინური საერთაშორისო სკოლა არის პირველი და ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება კავკასიის რეგიონში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი – ფინური განათლების მოდელი არის დანერგილი. საქართველოში ფინური სკოლის გახსნის იდეა წამოიწყო და განახორციელა ინვესტიციურმა და საკონსულტაციო კომპანიამ – ალიანს გრუფ ჰოლდინგმა, 2018 წელს.

პრიორიტეტული მიმართულებები:

ფინურ საერთაშორისო სკოლაში პრიორიტეტს ვანიჭებთ და ვქმნით გარემოს:

  • სადაც თითოეულ ადამიანს აქვს თანაბარი შესაძლებლობები, ისწავლოს და განავითაროს საკუთარი უნარები და მიიღის საჭირო გამოცდილება მომავლისათვის.
  • სადაც არის მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, რადგან კარგად გვესმის, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და საჭიროებს განსხვავებულ მიდგომას.
  • სადაც შეცდომები აღიქმება სწავლის შესაძლებლობად.
  • სადაც ხელს უწყობენ თანამშრომლობას და არა კონკურენციას.
  • სადაც ყველა არის როგორც მოსწავლის, ასევე საკუთარ განვითარებაზე ორიენტირებული და გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელიც მუდმივ პროგრესს განიცდის.
  • სადაც პედაგოგიური უნარჩვევების და აკადემიური ხარისხის განვითარება მუდმივი პროცესი და ყოველთვის პრიორიტეტია.
  • სადაც ხელს ვუწყობთ ინოვაციასა და ტექნოლოგიურ განვითარებებს
    ფინურ საერთაშორისო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა სამეწარმეო აზროვნებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
არასამთავრობო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ იდეით. საბუთების მიღება: ბიზნეს გეგმა, ბაზრის კვლევა, შემოთავაზება. გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება 1-3 კვირა

CEO:

ფინური სასწავლო მოდელი სტუდენტებს ამზადებს თანამედროვე სამყაროში ცხოვრებისათვის და უვითარებს ყველა საჭირო ჩვევებს, რაც ადამიანს სჭირდება 21-ე საუკუნის რეალობაში ცხოვრებისათვის.

გლობალური მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების მიზნები სტუდენტებს ჩამოუყალიბებს ხედვას საკუთარი მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო სამყაროში. ამ პრინციპებს ფინური საერთაშორისო სკოლა მაქსიმალურად უზრუნველყოფს და მოსწავლეს უყალიბებს როგორც პრაქტიკულ უნარებს, ასევე ძლიერ აკადემიურ მხარეს.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა