GE

ევროპაბეთი - შპს ჩემპიონები 111

  • ორგანიზაცია:

    ევროპაბეთი - შპს ჩემპიონები 111

  • სექტორი:

    კომპანია

  • ზომა:

    დიდი

  • დაარსების თარიღი:

    2010 წელი

  • საკონტაქტო პირი:

    ნათიკა ბერძული

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

    2 000 000 ლარი

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N29, V სართული


“ევროპაბეთი”, რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი გემბლინგ კომპანიაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. 2015 წლიდან საერთაშორისო ბრენდის Bettson Group-ის წევრია და ინდუსტრიაში ახალი, ინოვაციური, იდეებისა და პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ცდილობს. „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმა responsible.ge სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს. ვებგვერდზე www.responsible.ge დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც „ევროპაბეთის“ მომხმარებლები სარგებლობენ.

პრიორიტეტული მიმართულებები:
ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში ჩვენთვის პრიორიტეტულია მენტალური ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიმართულებით ვახორციელებთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
კონკურსი და აპლიკაციების მიღების კონკრეტული დროები არ გვაქვს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ იდეით. პროექტის პრეზენტაცია საკმარისია იდეის გასაცნობად, გადაწყვეტილების მიღებას დაახლოებით 5 სამუშაო დღე სჭირდება.

CEO:

“პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა და ზოგადად პასუხისმგებლიანი ოპერირება,

ვფიქრობ ჩვენს სექტორში განსაკუთრებით ფასეულია. განვითარებულ ქვეყნებში

დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი საზოგადოების სოციალური

კეთილდღეობის შექმნაში აქტიურად მონაწილეობს. ჩვენი სოციალური პროექტები

საქართველოში ამ სტანდარტის დანერგვის სურვილია. ჩვენი გადაწყვეტილებით, უკვე 1 წელია უარი ვთქვით რეკლამის გარე განთავსებაზე და ამავადროულად შევქმენით

ფსიქოთერაპიის უფასო კურსების შესაძლებლობა თამაშდამოკიდებულთათვის.“ – მაია კოპინაძე, “ევროპაბეთის” დირექტორი

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა