Enneagram Association of Georgia

”ენეაგრამა ხელს უწყობს გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის და ლიდერობის გაუმჯობესებას. ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც 72 კომპანია მოიცვა, მათ შორის Best Buy, Daimler-Mitsubishi, Toyota და Avon, დაადგინა, რომ ენეგრამას გამოყენებამ გამოიწვია უკეთესი კომუნიკაცია და თანამშრომლობა, გაყიდვების ზრდა და დასაქმებულთა ჩართულობის ზრდა.” CNN Business, 13 მარტი, 2013 წ. ”ენეაგრამა გვეხმარება საკუთარი თავის და სხვების უკეთ გაგებაში, და რაც მთავარია, ის გვაძლევს პერსონალურ გზას. უკეთესად განვავითაროთ ჩვენი სიძლიერე და პოტენციალი.” Forbes, 4 მარტი, 2019 წ. საქართველოს ენეაგრამას ასოციაციის მისია არის ადამიანებისა და ორგანიზაციების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მიდგომის – ენეაგრამას პოპულარიზაცია, მისი შესწავლის და გამოყენების დანერგვა, რათა ხელი შევუწყოთ: (1) მდგრად განვითარებას, (2) სტრესის (რომელიც ჯანმო-ს მიერ აღიარებულულია 21-ე საუკუნის ეპიდემიად) შემცირებას სამუშაო ადგილზე, (3) პროფესიული გადაწვის პრევენციას, (4) ცნობიერების ამაღალებას.
CEO
ენეაგრამა არის უმოკლესი გზა საკუთარი თავის და სხვების უკეთ გაგებისათვის და, შედეგად, ცნობიერების ამაღლებისთვის. ცნობიერების ამაღლება კი ხელს უწყობს განვითარებას. ერთად განვავითაროთ ქვეყანა და მსოფლიო!
პრიორიტეტული მიმართულებები
ტრენინგებისა და კურსების (მათ შორის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე), ასევე ცალკეული ვებინარების და ვორქშოპების ჩატარება როგორც საჯაროდ, ისე სხვადასხვა ორგანიზაციებსა და კომპანიებში, ენეაგრამას შესწავლის და გამოყენების დანერგვის მიზნით, რათა ხელი შევუწყოთ: (1) მდგრად განვითარებას, (2) სტრესის შემცირებას სამუშაო ადგილზე, (3) პროფესიული გადაწვის პრევენციას, (4) ცნობიერების ამაღალებას, (5) თანამშრომლების ჩართულობას და მათი ძლიერი მხარეების ურთიერთსასარგებლოდ გამოყენებას.