GE

Chikatai llc

  • ორგანიზაცია:

    chikatai llc

  • სექტორი:

    კომპანია

  • ზომა:

    მცირე

  • დაარსების თარიღი:

    2017 წელი

  • საკონტაქტო პირი:

    თამარი ბუიღლიშვილი

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    თბილისი, ვასილ პეტრიაშვილის ქ. #5

ჩიკატაი 2017 წელს შეიქმნა, როგორც ოჯახური ბიზნესი. ვამზადებთ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო სათამაშოებს და საბავშვო დეკორს 0 თვიდან ბავშვებისთვის ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით. ჩვენი ყველა სათამაშო იტესტება თურქეთის სათამაშოების ლაბორატორიაში EN-71-ის სტანდარტის მიხედვით.
სათამაშოების უმეტესობა მუსიკალურია და უკრავს გია ყანჩელის მელოდიებს.
ჩვენი ყველა სათამაშო, ცხოველი, ფრინველი ან ზღვის ბინადარია. ეს სულაც არ არის შემთხვევითი. ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებას და მის ბინადრებს. სწორედ ეს არის Chikatai-ის მამოძრავებელი ძალა.

პრიორიტეტული მიმართულებები:
ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საქველმოქმედო სათამაშოების წარმოება, საწარმოო ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა, ქალების დასაქმება და ხელობის სწავლება, უმეტესწილად ისეთების, ვისაც მანამდე არ უმუშავიათ და არ ქონიათ საკუთარი შემოსავალი

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
მეგობრობის მემორანდუმი ბუნების დაცვლის მსოფლიო ფონდთან (WWF Georgia)

CEO:

სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინება ყოველდღიურ საქმიანობაში დღეს ბიზნესის სწორად კეთებას ნიშნავს. შეიძლება ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ გარემოსთვის ძალიან ცოტაა, მაგრამ გვჯერა, რომ პატარა ნაბიჯიც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. ჩვენი კომპანიის ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც და წვლილიც მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა