GE

CatchUp Georgia


CatchUp Georgia ხელს უწყობს სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მათი უფლებების დაცვასა და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას. ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ გარემოში და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვის შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

პრიორიტეტული მიმართულებები:
CatchUp • Georgia ემსახურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, მის პოპულარიზაციასა და საქართველოში არსებული ვითარების ხაზგასმას. მიზნები წარმოადგენენ მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ნაწილს და ორიენტირებულნი არიან მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ სფეროზე, კერძოდ: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. საქართველოში მდგრადი განვითარების შესახებ არსებული ცნობიერერების დაბალი დონისა და არასწორი ინფორმაციის გათვალისწინებით, რასაც ხშირად კონცეფციის არასწორ გაგებამდეც მივყავართ, ფართომასშტაბიანი და ხარისხიანი საინფორმაციო კამპანია მდგრადი განვითარების დღისწესრიგის და ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების წარმატებული შესრულებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

CEO:

მდგრადი განვითარების მიზნები ჩვენი პირადი მიზნებია! ვთვლით, რომ აქ უკვე ნაგულისხმევია ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩენთვის კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელობა.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა