ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის

ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის არის არასამეწარმეო , არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც ფუნქციონირებს ქ. ზუგდიდში 1999 წლიდან.
ორგანიზაციის ხედვა: დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ქალებსა და კაცებს ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები ყველა სფეროში, მათ შორის კონფლიქტის მოგვარებაში.
ორგანიზაციის მისია: ქალთა თანამონაწილეობის ხელშეწყობა კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, იგპ-თა ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაცია.
ასოციაცია ერთ-ერთი პირველი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციაა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რომელმაც იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის მიღწევის, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ქალთა როლის ამაღლების საკითხებზე დაიწყო მუშაობა.
პრიორიტეტული მიმართულებები:
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები
პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
მზად ვართ პარტნიორულ თანამშრომლობაზე