GE

ASB Georgia - ASB საქართველო

  • ორგანიზაცია:

    ASB საქართველო

  • სექტორი:

    არასამთავრობო ორგანიზაცია

  • ზომა:

    დიდი

  • დაარსების თარიღი:

    2010 წელი

  • საკონტაქტო პირი:

    თორნიკე აბულაძე

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    ი.აბაშიძის N42, სადარბაზო N3, სართული 2, ბინა 28

არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი ASB-ი არის გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს 131 წლიანი ისტორია. პირველად საქართველოში მუშაობა 90-იან წლებში დაიწყო. ჰუმანიტარული დახმარების მისიით ეხმარებოდნენ ომის დროს დაზარალებულ და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობას. 1997 წლამდე, ორგანიზაციამ 7,500,000 ევროზე მეტი გამოყო 34,000 ადამიანზე მეტის დასახმარებლად.

2010 წელს, ორგანიზაცია განსხვავებული მისიით დაბრუნდა საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია სოციალური სერვისების გაუმჯობესებაზე, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერაზე, ისეთი აქტივობების განხორციელებაზე რაც მედეგობის გაზრდასა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას უზრუნველყოფს ინკლუზიური მიდგომით (iDRR), ასევე საქართველოს სამარიტელთა კავშირის (სსკ) მხარდაჭერაზე. 10 წლის განმავლობაში, ASB-მ განახორციელა 20 პროექტი და გაიღო 5,500,000 ევროზე მეტი. მთლიანობაში ორგანიზაცია 750,000 ადამიანს მოემსახურა საქართველოს მასშტაბით.

პრიორიტეტული მიმართულებები:
სოციალური მეწარმეობა; 2. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; 3. გადაუდებელი სიტუაციების მართვა და კონტროლი; 4. გენდერული თანასწორობა; 5. სოცალური სერვისების მხარდაჭერა და განვითარება.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა