GE

ანცი ქიდს

  • ორგანიზაცია:

    ანცი ქიდს

  • სექტორი:

    კომპანია

  • ზომა:

    მცირე

  • დაარსების თარიღი:

    2018

  • საკონტაქტო პირი:

    ქეთევან მესხი

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    ირაკლი აბაშიძის ქ. N59, 0162 თბილისი

ანცი ეს არის ეკო-მეგობრული, ფუნქციონალური და სახალისო საბავშვო ავეჯი, დეკორაციები, ხის სათამაშოები, აქსესუარები და სხვა, დამზადებული მაღალი ხარისხის მასალებისგან, ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების დაცვითა და წარმოების გამჭვირვალე პროცესით. თანამედროვე ტენდენციებით შთაგონებული ორიგინალური პროდუქცია ადგილოვრივი დიზაინრებისა და ხელოსნების თანამშრომლობით იქმნება და მათ დასამზადებლად ქართული ტრადიციული რეწვის ტექნოლოგიები და არტიზანული ცოდნაა გამოყენებული.

პრიორიტეტული მიმართულებები:
5. გენდერული თანასწორობა: ჩვენი მუდმივი და არაპერმანენტული გუნდის 99% ქალებისგან შედგება, მათ შორის მთავარი დურგალი და ხის ცეხის ხელმძღვანელი ქალია.

10. შემცირებული უთანასწორობა.ბრენდის დაარსებიდან ჩვენი მთავარი ღირებულება იყო ღირსეული გასამრჯელო და მოგების დაბალი მარჟა. ამასთან დასაწყისიდან პრიორიტეტულად ვასაქმებთ მარტოხელა დედებს და ლტოლვილ ქალებს.

12. მდგრადი მოხმარება და წარმოება. გვაქვს პროდუქციის სპეციალური ხაზი ხის და ქსოვილების მონაჭრების მდგრადად სამართავად.

CEO:
მდგრადი განვითარება ჩვენი კომპანიის ქვაკუთხედია. გვჯერა, რომ მომავალი მხოლოდ მაღალი სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მატარებელ ბიზნესს აქვს, რომელიც გარემოსა და ადამიანებზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას ცდილობს

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა