GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

  • ორგანიზაცია:

    აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

  • სექტორი:

    აკადემია

  • ზომა:

    საშუალო

  • დაარსების თარიღი:

    2013

  • საკონტაქტო პირი:

    თათია ღერკენაშვილი

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    შატილის ქ. N4, თბილისი, საქართველო, 0178

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) კერძო ავტორიზებული უნივერსიტეტია, რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს საგანმანათლებლო ბაზარზე.

უნივერსიტეტის მისიაა:
• სწავლებისა და კვლევის განუყოფლობა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვა;
• დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე, ქართულ და მსოფლიო კულტურულ ღირებულებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოებისთვის;
• სტუდენტთა დასაქმებასა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სწავლება ცვალებადი საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.

პრიორიტეტული მიმართულებები:
უმაღლესი განათლება, თანამშრომელთა გადამზადება, გამოყენებითი მეცნიერებები, კვლევაზე ორიენტირებული სწავლება

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს აქვს ღია და გამჭვირვალე პროცედურები არასამთავრობო ორგანიზაციებისა, თუ სხვა ინსტიტუციების მიმართ პარტნიორულ პროექტების მიღებასა, თუ მათში ჩართულობასთან დაკავშირებით.

CEO:

ცნობილი ფაქტია, რომ თუ კვლევა არ არის ბიზნესის შემადგენელი ნაწილი, მის მდგრადობას პრობლემები აუცილებლად შეექმნება. სწორედ კვლევა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რისკების მინიმალიზაცია მოვახდინოთ და მასზე დაფუძნებით
მივაღწიოთ ბიზნესის მდგრად განვითარებას;

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საყოველთაო სიკეთეს ემსახურება და თუ შენც გსურს, რომ იყო მისი ნაწილი, საკუთარი წვლილი აუცილებლად უნდა შეიტანო. ამ განმარტებითაც ცხადი ხდება, თუ რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური თვითშეგნების საკითხი, განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მომავალ თაობებს უღვივებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განცდას;

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა