AD Geeks

შპს ედ გიქს წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით ინტერნეტ-მედია საშუალებებზე სარეკლამო ექსკლუზივის მფლობელ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში მოიზიდავს რეკლამებს და უზრუნველყოფს ვებგვერდებსა და აპლიკაციებში მათ განთავსებას ზუსტი დემოგრაფიული და გეოგრაფიული ტარგეტირებისა და კომპლექსური ანალიტიკის გამოყენებით.
შპს „ედ გიქს“ ქართულ ინტერნეტ ბაზარზე საქმიანობას აქტიურად შეუდგა 2020 წლის მეორე ნახევრიდან, თუმცა, მიუხედავად მოღვაწეობის მოკლე დროისა, მან მალევე მოახერხა საქართველოს ყველაზე რეიტინგულ მედია-საშუალებებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება და იგი დღეისათვის სარეკლამო ექსკლუზივს ფლობს 50-ზე მეტ ვებგვერდსა და აპლიკაციაზე და 2 მილიონზე მეტ უნიკალურ მომხმარებელთან აქვს წვდომა.