GE

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

  • ორგანიზაცია:

    საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

  • სექტორი:

    ასოციაცია

  • ზომა:

    დიდი

  • დაარსების თარიღი:

    2013 წელი

  • საკონტაქტო პირი:

    გიორგი ქობალია

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

    25 000 ლარი

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    წალენჯიხა, ზღვაიას დასახლება 5200

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 25,000-მდე წევრს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 2600 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. ასოციაციის მუშაობა გამოირჩევა იმით, რომ მასში გაწევრიანებული ფერმერები იყენებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდს, რაც მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება და ერთად მონახონ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზები. თითოეულ ჯგუფს ჰყავს ლიდერი ფერმერი.

პრიორიტეტული მიმართულებები:
ჩვენს ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სოფლებსა და რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ღირსეული სამუშაოთი და ეკონომიკური ზრდით უზრუნველყოფა, რადგან მიგვაჩნია რომ აღნიშნული პრობლემის გადაჭრით საშუალება მოგვეცემა ბევრად ეფექტურად მივაღწიოთ პრიორიტეტულ მდგრადი განვითარების მიზნებს.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:

I ეტაპი:
აპლიკანიტის შესახებ მონაცემები (იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
რეზიუმე;
შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია;
პრეზენტაცია;

II ეტაპი:
პროექტი;
სამუშაო გეგმა;
ბიუჯეტი;

თითოეულ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების ვადა არ აღემატება 5 სამუშაო დღეს.

CEO:

ეფექტურად უზრუნველყოფილი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის აღმოფხრვა და უთანასწორობის შემცირება, ესაა გზა რომლითაც მივაღწევთ მდგრადი განვითარების თითოეულ მიზანს.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა