GE

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

  • ორგანიზაცია:

    საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

  • სექტორი:

    ასოციაცია

  • ზომა:

    დიდი

  • დაარსების თარიღი:

    1.12.2000

  • საკონტაქტო პირი:

    ელენე მახარაშვილი, ლაშა ლაბაძე

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    ბელიაშვილის 106, თბილისი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია დაარსდა 2000 წელს.
ასოციაცია არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი და თვით-რეგულირებადი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც მუშაობს აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამსაქმებელთა (მეწარმეთა) ინტერესების დაცვისათვის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური პრინციპების ეგიდის ქვეშ. ამავდროულად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აღიარებს ეკონომიკაში ადამიანური რესურსების მნიშვნელობას და ყველა თავის აქტივობაში ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) პოლიტიკასა და პრინციპებს ბიზნესის განვითარების პარალელურად. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მთავარი ვექტორია ბიზნეს წრეების პრობლემების გადაჭრა ბიზნესის სწორი და ეფექტური არსებობისათვის, რაც ეფუძნება საქართველოს მთავრობასთან და ასევე ყველა მესამე მხარესთან აქტიურ კოორდინაციას.

პრიორიტეტული მიმართულებები:
პროფესიული განათლება, სოციალური პარტნიორობისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა და ა.შ.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
ასოციაცია მხარს უჭერს და ეხმარება ბიზნესს განვითარებასა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შედგენაში, როგორც კომპანიის ასევე, ეროვნულ დონეზე. ასოციაცია ახორციელებს დონორულ პროექტებს.

CEO:

ეს არის მომავალი და სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს ყველა აქტორს იმოქმედოს ეროვნულ და საერთაშორიო დონეზე, მისი მიზნების მისაღწევად. მდგრადი განვითარების მიზნები ხელს უწობს თანასწორობას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ბავშვთა შრომის აღმოფხვრას, ადამიანთა კეთლიდღეობასა და ჯანსაღ გარემოს. მოვუწოდებ ყველა მხარეს, სახელმწიფოს, ბიზნესს, არასამთავრობო და მთლიანად საჯარო სექტორს, მოახდინონ მობილიზება აღნიშნული მიზნების მისაღწევად. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი საერთო მიზნების მისაღწევად ადამიანთა და სახელმწიფოთა მდგრადი განვითარებისთვის.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა