GE

საქართველოს ბანკი

  • ორგანიზაცია:

    სს საქართველოს ბანკი

  • სექტორი:

    კომპანია

  • ზომა:

    დიდი

  • დაარსების თარიღი:

    1994

  • საკონტაქტო პირი:

    თამარ გოჩაშვილი

  • ელ.ფოსტა:

    [email protected]

  • მისამართი:

    თბილისი, გაგარინის 29 ა

საქართველოს ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც უკვე ბევრი წელია, როგორც საცალო, ასევე კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებს და წარმატებით ქმნის მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებს 2.6 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის. საქართველოს ბანკი მომხმარებელზე ორიენტირებული, მოწინავე კომპანიაა, როგორც გადახდების და ფინანსური მობილური აპლიკაციების, ასევე ლოიალურობის პროგრამების მიმართულებით ადგილობრივ ბაზარზე. ბანკის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც ქმნიან უკეთეს საქართველოს და იყოს მათი წარმატებების თანამონაწილე. საქართველოს ბანკი ყველასთვისაა და ემსახურება მთელი ქვეყნის მოსახლეობას, მუდმივ წინსვლასა და ინოვაციაზე ფოკუსით, რათა თითოეულმა ადამიანმა ირწმუნოს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. საქართველოს ბანკი ასევე გახლავთ მოწინავე პოზიციებზე, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი საქართველოში, კორპორაციული მმართველობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტებით.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ბანკთან თანამშრომლობისთვის ინიციატივის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, საქველმოქმედო ფონდი თუ ფიზიკური პირის მხრიდან გამოხატული ინტერესი. მათი განხილვა მდგრადობის, CSR მიზნებთან შესაბამისობის და ინტერესების თანხვედრის ფარგლებში ხდება, წინასწარ გაწერილი მკაცრი პროცედურის გარეშე. არსებობს პროექტები, რომლებზეც ბანკი აცხადებს ღია კონკურსს და შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, წარადგინოს საკუთარი იდეა. ამასთანავე, ბანკი განიხილავს წერილობით შემოსულ ინიციატივებს სხვადასხვა კომპანიის მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინიციატივა ან პროექტი პასუხობს კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მიზნებს, პარტნიორობა გადადის ახალ ეტაპზე და განიხილება დაფინანსება თუ სხვა მნიშნელოვანი საკითხები. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი კრიტერიუმია, რამდენად შეესაბამება ამა თუ იმ პირის ან ორგანიზაციის მხრიდან ინიცირებული პროექტი საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიას და, ასევე, განიხილება მდგრადობის კომპონენტი. ინიციატივის ან პროექტის განხილვა ხორციელდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გუნდის მიერ, შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში საკითხი იგზავნება ზედა რგოლის მენეჯერ(ებ)თან.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ბანკთან თანამშრომლობისთვის ინიციატივის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, საქველმოქმედო ფონდი თუ ფიზიკური პირის მხრიდან გამოხატული ინტერესი. მათი განხილვა მდგრადობის, CSR მიზნებთან შესაბამისობის და ინტერესების თანხვედრის ფარგლებში ხდება, წინასწარ გაწერილი მკაცრი პროცედურის გარეშე.

არჩილ გაჩეჩილაძე CEO: „ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, შეძლონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება. ჩვენი გუნდი, აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა საერთო ძალისხმევით შევძლოთ საუკეთესო შედეგების მიღწევა და საბოლოოდ, მეტი სარგებელი და სიკეთე მოვუტანოთ საზოგადოებას“.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა