GE

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GAACC)

  • ორგანიზაცია:

    საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GAACC)

  • სექტორი:

    ასოციაცია

  • ზომა:

    საშუალო

  • დაარსების თარიღი:

    2017 წელი

  • საკონტაქტო პირი:

    მურმან ალავიძე

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    თბილისი, დავით გამრეკელის ქუჩა N8

საქართველოსა და აზიისა და აფრიკის სავაჭრო პალატა (GAACC) საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის მიერ 2017 წელს დაარსდა, რათა უზრუნველყოს სრული მხარდაჭერა ახალი კავშირებისა და საქმიანი კონტაქტების თვალსაზრისით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზიის და აფრიკის სხვა რეგიონებში. GAACC შექმნილია მისიით, დააკავშიროს წარმატებული ბიზნესები და მეწარმეები აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან.

პრიორიტეტული მიმართულებები:
ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
ჩვენს ასოციაციას ყავს 100-მდე წევრი, რომლებთან ერთადაც ვახორციელებთ ხოლმე CSR მიმართულების ფარგლებში სხვადასხვა საერთო ინიციატივებს. წევრებიდან შემოსულ იდეებზე რეაგირება საკმაოდ დროულად ხდება, ვინაიდან ბიუროკრატიული პროცესები მინიმუმამდე გვყავს დაყვანილი. თუმცა, ვუშვებთ იმ ფაქტსაც, რომ სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ მოგვმართონ ნებისმიერ დროს იდეებით, კოორდინაცია მოხდება მაქსიმალურად დროულად და ინტერესების გადაკვეთისა და რესურსების არსებობის შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერისათვის მზადყოფნა არსებობს.

CEO:

ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა გიმასპინძლოთ საქართველოსა და აზია- აფრიკის სავაჭრო პალატაში (GAACC), სადაც ბიზნესი და ახალი შესაძლებლობები ერთმანეთს ერწყმის. მდგრადი განვითარების მიზნებზე ხელის მოწერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია აქტიურად მუშაობდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, დღეს ჩვენ ამ სფეროს კიდევ უფრო დიდი ყურადღება მივაქციეთ. ჩვენ ვცდილობთ განვახორციელოთ საინტერესო პროექტები, რადგან ეს მიზნები უკეთესი სამყაროს შექმნას ემსახურება. გახსოვდეთ, ჩვენ მარტო ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ერთად ყოველთვის ბევრად უფრო მეტს შევძლებთ.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა