GE

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2017

ჯილდო მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას.

ჯილდო საშუალებას მოგცემთ:

** მიიღოთ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.

** წარმოჩინდეთ როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე.

** წვლილი შეიტანოთ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

მონაწილეობის პირობები:

** საკონკურსო პროექტის ავტორი არის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობს საქართველოში;

** წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი შეესაბამება ჯილდოს კატეგორიებს;

** წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი, დაწყებულია, მიმდინარეობს ან დასრულდა 2016-2017 წელს.

ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

** ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი;

** გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი

** წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის(სამეწარმეო და არასამეწარმეო პარტნიორის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი).

თითოეულ კატეგორიაში გაიცემა ორი ჯილდო, ერთი – მსხვილი კომპანიისთვის, მეორე – მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი ბმულზე: http://jobs.ge/154338/

გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადებები არაუგვიანეს 2017 წლის 6 ნოემბრისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

გააზიარე: