GE

კორპორაციული მდგრადობის აკადემიის კურსი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა კორპორაციული მდგრადობის აკადემია 2020 წელს დააარსა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) პარტნიორობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. აკადემიის მიზანია საზოგადოებაში ბიზნესის და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამ თემაზე განათლების ხელმისაწვდომობა დაინტერესებული მხარეებისთვის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხები.

სასწავლო კურსს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ლექტორები – კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

მდგრადობის აკადემიის სასწავლო კურსი მოიცავს  7 მოდულს:

  • ბიზნესი და ადამიანის უფლებები საქართველოში
  • ეთიკა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება
  • ეთიკური ლიდერობა და ადამიანური რესურსების მდგრადი მართვა
  • მდგრადობის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები
  • სახელმწიფო ინსენტივები კორპორაციული მმართველობის ხელშესაწყობად
  • კორუფციასთან ბრძოლა
  • შედეგების ეფექტიანი მართვა და კოორდინირება

9-11 ივნისს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა მოკლე კურსი ,,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიური სააგენტოსა“ და ,,აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებისთვის, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ კორპორაციული პასუხისმგებლობის ძირითად საკითხებს და საერთაშორისო/ადგილობრივ დონეზე არსებულ სტანდარტებსა და პრაქტიკულ მაგალითებს.

კურსი მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ACCESS პროგრამის ფარგლებში.

გააზიარე: