GE

ხედვა

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

აღნიშნულის მისაღწევად, გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ:

(1) განახორციელოს საკუთარი საქმიანობა ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოსა და კორუფციასთან ბრძოლის ათი პრინციპის შესაბამისად;

(2) განახორციელოს სტრატეგიული ქმედებები უფრო ფართო საზოგადოებრივი მიზნების განსავითარებლად, ისეთების, როგორიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, განსაკუთრებით, თანამშრომლობისა და ინოვაციის ნაწილში.

ამჟამად, გაეროს გლობალური შეთანხმება აერთიანებს 160-ზე მეტი ქვეყანაში დაფუძნებულ 13 500-ზე მეტ კომპანიასა და, დაახლოებით, 4 000 არასამეწარმეო პირს.