GE

IFC და სიდა ოთხწლიან თანამშრომლობას იწყებენ

გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის – #ESG პრაქტიკის პოპულარიზაციის მიზნით, სიდამ/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 

ოთხწლიანი პარტნიორობის შედეგად, საქართველოში შეიქმნება პირველი ESG სახელმძღვანელო, და ჩატარდება სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ქართული კომპანიებისთვის და სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის ESG სტანდარტების დანერგვის უპირატესობებზე. თანამშრომლობის ფარგლებში, IFC უზრუნველყოფს ორგანიზაციის შესაძლებლობების გაძლიერებას ESG საკითხებთან მიმართებაში, ტრენერთა ტრენინგების საშუალებით.

ეს ყველაფერი, მნიშვნელოვნად დაეხმარება სიდას/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს გააფართოოს თავისი დღის წესრიგი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ქართული ბიზნესებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობით.

IFC ახორციელებს თავის გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პროგრამას ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ეკონომიკის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოსთან, SECO-სთან პარტნიორობით.

გააზიარე: