GE

გორში მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ქცევის ეტიკეტის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტისა და ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” პარტნიორობით, გორში მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ქცევის ეტიკეტის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. პარტნიორული პროექტის ფარგლებში, შშმ პირთა უსაფრთხო გადაადგილების თემაზე, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 120 მძღოლისთვის სამი ტრენინგი ჩატარდება. მულტისექტორული პარტნიორული პროექტის მიზანი საგზაო უსაფრთხოების მდგრადი სტანდარტებისა და წესების შესახებ კომპანიებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებისათვის სასერტიფიკატო ონლაინ კურსის შემუშავება, ტრენინგების ჩატარება და საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა.

გააზიარე: