GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია თანამშრომლობას აგრძელებენ

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ერთ წელზე მეტია, აქტიურად თანამშრომლობენ. თანამშრომლობის ფარგლებში, ასოციაციამ ბიზნესის წარმომადგენლებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის – მედიაციის შესახებ არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარა.

გასულ კვირას ასოციაციის თანამშრომლებმა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით, გასვლითი შეხვედრა გამართეს, სადაც კორპორაციული მდგრადობის ძირითად ასპექტებს, მათ შორის, საკანონმდებლო სიახლეებს გაეცნენ. ამასთან ერთად, მოწვეულმა კონსულტანტმა, ქეთი ლობჟანიძემ ასოციაციის წევრებს “თიმბილდინგის” პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები ჩაუტარა.

გააზიარე: