GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენლები კომპანია „პოლივიმში“ წარმოების სპეციფიკას გაეცნენ

გლობალური შეთანხმების ქსელის დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი და ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, რატი ზაუტაშვილი, რუსთავში, კომპანია „პოლივიმის“ საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც წარმოების სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. 

„პოლივიმი“ აგროვებს და აცალკევებს მოხმარებულ/გამოყენებულ პლასტმასის ბოთლებს, აშორებს ეტიკეტებსა და საცობებს. გარეცხვის, დამსხვრევისა და სხვა სამრეწველო საქმიანობის შემდეგ, კი  PET ბოთლების ნარჩენებს PET ფანტელებად გარდაქმნის. 

გადამუშავებული პოლიმერები, PET ბოთლების ჩათვლით, არა მხოლოდ იცავენ გარემოს, არამედ, ასევე, გავლენას ახდენენ მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

„პოლივიმის“ პროექტი – „მწვანე რევოლუცია“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის კატეგორიის – SDG 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება გამარჯვებულია.

გააზიარე: