GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით ფორუმი „ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ გაიმართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით ფორუმი „Business4SDGs – მულტისექტორული პარტნიორობა და ფინანსებზე წვდომა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად“ გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერიძემ პრეზენტაცია წარმოადგინა. მან გლობალური ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ისაუბრა.

პრეზენტაციის შემდეგ, ფორუმი პანელური დისკუსიით გაგრძელდა, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქართული ბიზნესისთვის ხელმისაწვდომ საგრანტო შესაძლებლობებზე იმსჯელეს. გაიმართა პანელური დისკუსია ქართული საბანკო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობითაც, სადაც საუბარი მათ მიერ ფინანსური რესურსების გაცემის შეფასების პროცესში კორპორაციული მდგრადობის გათვალისწინების, ასევე, ორგანიზაციის სოციალური შიდა მმართველობით და გარემოს დაცვით საკითხებს შეეხო.

ფორუმში მონაწილეობა დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

გააზიარე: