GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის სხდომა

18 ივლისს, ამერიკის სავაჭრო პალატის( AmCham) ოფისში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის მეექვსე სხდომა გაიმართა.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირმა, მიმოიხილა გლობალური შეთანხმების ქსელის განვითარებასთან დაკავშირებული, საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესები. გამგეობამ მიმოიხილა 2017 წლის, სამოქმედო გეგმა. წლის პირველი ნახევრისთვის დაგეგმილი აქტივობების უმრავლესობა უკვე განხორციელებულია, რამდენიმე კი იმპლემენტაციის პროცესშია. გამგეობის წევრებმა ისაუბრეს წლის მეორე ნახევარში განსახორციელებელ აქტივობებზე. კერძოდ, განიხილეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კვირეული (CSR კლუბის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც ქსელთან თანამშრომლობით გაიმართება) და დეკემბერში დაგეგმილი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების კვირეული, რომლიც ფარგლებშიც ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვა ღონისძიებები, როგორიცაა საერთაშორისო ექსპერტების მასტერკლასები.

გამგეობის წევრებმა და სამდივნოს წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს ქსელის გაფართოების საკითხზე და შეთანხმდნენ ზომებზე, რომელიც უნდა მიიღონ ბიზნესისათვის ხელშესახები სარგებლის შესათავაზებლად და ახალი წევრების მოსაზიდად.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აქტივობები, კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით, მხარდაჭერილია, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

გააზიარე: