GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

7 მაისს, ქართულ – ამერიკულ უნივერსიტეტში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც გლობალური შეთანხმების ოპერაციების მენეჯერი ალექსანდრა ტარაზი ესწრებოდა.

ალესანდრა ტარაზიმ მიმოიხილა გლობალური შეთანხმების ქსელის განვითარებასთან დაკავშირებული საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესები და ისაუბრა ადგილობრივ ქსელებთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმებზე.  

შეხვედრაზე გამგეობის წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას მომდევნო ორი წლის მანძილზე AmCham-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი უხელმძღვანელებს. 

აღნიშნულ შეხვედრამდე, 23 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, გამგეობამ  მიმოიხილა 2019 წლის სამოქმედო გეგმა, დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებები, კერძოდ: CSR კლუბისა და გლობალური შეთანხმების ქსელის სამომავლო თანამშრომლობა, ქსელის შიგნით ახალი სამუშაო ჯგუფების ფორმირება და წლის ბოლოს დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოსა და რამდენიმე რეგიონული ქსელის ორგანიზებით თბილისში გაიმართება.

გამგეობის წევრებმა და სამდივნოს წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს ქსელის გაფართოების საკითხებზე და განიხილეს ბიზნესისათვის ხელშესახები სარგებლის შესათავაზებლად შესაძლო ვარიანტები.

კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით აქტივობები მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობის მიერ. 

გააზიარე: