GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა კონფერენციაში – „საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზები“ მიიღო მონაწილეობა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში,  კონფერენციაში – „საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზები“ მიიღო მონაწილეობა.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხელშესაწყობად  სახელმწიფოს პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებსაც.

კონფერენცია ჩატარდა ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში – ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის”. პროექტს აჭარის რეგიონში “თავისუფალი ჟურნალისტთა სახლი” ახორციელებს.

გააზიარე: