GE

გლობალური სამიტი კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ

4-6 მაისს ჩეხეთის რესპუბლიკის გლობალური შეთანხმების ქსელმა მოაწყო სამიტი პრაღაში. სამიტის მიზანი იყო კორპორატიული მდგრადობისა და გაეროს გლობალური შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომელიც არის კორპორატიული მდგრადობის ყველაზე დიდი ბიზნეს ინიციატივა მსოფლიოში. მოწვეული იყვნენ ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლები სხვა და სხვა  ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. საქართველოდან სამიტს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის  საკონტაქტო პირი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. 

Summit GLOBAL COMPACT 2030 – Looking into the Future of Corporate Sustainability წარმოადგინა კონკრეტული ნაბიჯები და ქმედებები, რომლებიც კომპანიებს დაეხმარებათ, რომ მდგრადობა თავიანთ სტრატეგიაში ჩართონ. სამიტმა წაახალისა ჩეხური და საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობა კორპორატიული მდგრადობის სფეროში და გაეროს გლობალური შეთანხმება. 

კონფერენციაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი საუკეთესო პრაქტიკა CSR-ში და ხაზი გაუსვეს ბიზნესის წვლილის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების განხორციელებაში. 

5-6 მაისს სამიტთან ერთად გაიმართა ევროპის ლოკალური ქსელების 2016 წლის რეგიონალური შეხვედრა. შეხვედრას გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი ლიზ კინგო ხელმძღვანელობდა. შეხვედრამ შეკრიბა ყველა ევროპული ადგილობრივი ქსელის წარმომადგენლები და საკონტაქტო პირები საუკეთესო პრაქტიკისა და ძირითადი ცოდნის გაცვლის მიზნით. განიხილეს არაერთი თემა, მათ შორის: ადგილობრივი ქსელების ეფექტური წახალისება SDG-ების განხორციელების ბიზნესის მიერ, გლობალური შეთანხმების სამომავლო გეგმები და მისი საქმიანობის ფორმატი. შეხვედრა ასევე ემსახურებოდა პლატფორმას, სადაც გაეროს გლობალურმა კომპაქტმა ნიუ-იორკში წარმოადგინა გლობალური სიახლეები და საშუალება მისცა  შტაბსა და ადგილობრივ ქსელებს გაემართათ მსჯელობა, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელება ადგილობრივ დონეზე. 

საქართველოს წარმომადგენლის ვიზიტის ხარჯები თანადაფინანსებულია გაეროს გლობალური კომპაქტის შტაბ-ბინის მიერ. 

გააზიარე: