GE

GCNG-მა ჩაქვში საზაფხულო სკოლას უმასპინძლა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა 5-9 სექტემბერს, ჩაქვში უმასპინძლა კორპორაციული მდგრადობის აკადემიის მდგრადობის საზაფხულო სკოლას. მდგრადობის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებმა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში კერძო სექტორის როლის შესახებ. ასევე, გაეცნენ საუკეთესო კერძო პრაქტიკებს საქართველოდან და მსოფლიოდან. თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეესრულებინათ პრაქტიკული სავარჯიშოები და გამოემუშავებინათ პროფესიული უნარები, რაც შემდგომ დაეხმარებათ კარიერულ განვითარებაში.

აქტივობა განხორციელდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში “ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში”

გააზიარე: