GE

GCNG-ის დელეგაცია Global Africa Business Leaders Initiative-ზე

🇺🇳 გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დელეგაციის წევრებმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ქსელების საბჭოს თავმჯდომარე და ნინო კვანტრიშვილმა, მდგრადობისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელი, აჭარა ჯგუფის სასტუმროების კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ნინო კვერნაძესთან ერთად „Global Africa Business Leaders Initiative“ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.

🌍 ორ დღიანი ფორუმი აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე ეკონომიკურ ცვლილებებს შეეხო, სადაც ყველა სექტორი ვითარდება და მდგრად განვითარებას ემსახურება. ასევე საუბარი იყო საინვესტიციო პოტენციალზე აფრიკის კონტინენტზე.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, აფრიკის ქვეყნების მეთაურები, მულტინაციონალური კომპანიების ხელმძღვანელები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 18-24 სექტემბერს, დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს გაეროს კერძო სექტორის ფორუმში, კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში, მდგრადი განვითარების მიზნების ინვესტიციის ფორუმში, მდგრადი განვითარების მიზნების ამერიკის სამიტში და „HeforShe” სამიტზე.

ასევე შეხვედრები გაიმართება გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისში, სადაც განხილულ იქნება საქართველოში კერძო სექტორის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ქართული კომპანიების წარმოჩენის შესაძლებლობები; და საქართველოს ქსელის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები, ქვეყანაში კორპორაციული მდგრადობის პოპულარიზაციის მიმართულებით.

სამუშაო ვიზიტი ორგანიზებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გააზიარე: