GE

GCNG-ის აღმასრულებელი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ქსელების რეგიონული საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი #Expo2020 Dubai-ზე 2 წლის ვადით აირჩიეს გაეროს გლობალური შეთანხმების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ქსელების რეგიონული საბჭოს თავმჯდომარედ და გაეროს გლობალური შეთანხმების გლობალური ქსელების საბჭოს წევრად.

სალომე ადვოკატირებასა და კონსულტირებას გაუწევს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქსელების წევრთა საკითხებს. ასევე მიაწოდებს ინფორმაციასა და რეკომენდაციებს გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელ დირექტორს, მათ შორის პროგრამული პრიორიტეტების, ზრდის სტრატეგიებისა და მთავრობებთან ურთიერთობების თემებზე. ამასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თანაფასილიტაციაში რეგიონულ მენეჯერთან სამუშაო პროცესის ყოველწლიური დაგეგმარებასა და პროგრესის მიმოხილვაში.

გააზიარე: