GE

GCNC აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის 5-წლიანი პროგრამის პარტნიორი

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) 5-წლიანი პროგრამის პარტნიორი.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (CSEP) მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება; დაეხმაროს ახალ და არსებულ სამოქალაქო აქტორებს შესაძლებლობების განვითარებაში, ლეგიტიმაციისა და ნდობის გაზრდაში, რათა მათ ეფექტიანად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები.

პროგრამა, ასევე, მიზნად ისახავს ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორული პროექტების წახალისებას, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზით.CSEP 2021 წლის 1 ნოემბერს დაიწყო და 2026 წლის 31 ოქტომბერს დასრულდება. მისი ბიუჯეტი 15 მილიონი აშშ დოლარია.

გააზიარე: