GE

გაეროს ლიდერების სამიტი 2016

22-23 ივნისს, სალომე ზურაბიშვილმა – CiDA-ს CSR მენეჯერმა, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის საკონტაქტო პირმა და ვალერი ჩეხერიამ – “აჭარის ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერების სამიტში და პიონერთა ღამეში: ლიდერთა ვახშამი.

ლიდერთა სამიტი გაიმართა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში და გაიხსნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანის – პან გი მუნის მიერ. სამიტს ესწრებოდა 1000-მდე საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენელი და გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების წევრები.

სამიტმა დახმარება გაწია ახალი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მოქმედების გასაუმჯობესებლად ბიზნეს სექტორში. სამიტზე განიხილეს ის გზა რომლის გავლაც აუცილებელია გლობალური მიზნების ადგილობრივი ბიზნესებისკენ მოსამართად, ლიდერებმა ერთობლივად განსაზღვრეს სამოქმედო შესაძლებლობები და ინოვაციების საშუალები SDG-ის გარშემო.

22 ივნისს ქართველი მონაწილეები სალომე ზურაბიშვილი და ვალერი ჩეხერია შეხვდნენ საქართველოს უცვლელ წარმომადგენელს გაეროში – კახა იმნაძეს . მათ განიხილეს საქართველოში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ზურაბიშვილი ასევე დაესწრო გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ოგანიზებულ დახურვის შეხვედრას, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების 33 წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრის მიზანი იყო კონფერენციის შეჯამება, მოსაზრებების გაზიარება, მომავალი მიზნების და გეგმების დასახვა.

ვიზიტის ხარჯები დაფინანსდა “აჭარის ჯგუფის” მიერ.

გააზიარე: