GE

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი – კურსის გამოშვება

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და “აწარმოე საქართველოს” ორგანიზებით, პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში” (Leadership For Sustainable Development in Georgia) ფარგლებში და კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, კერძო სექტორს დამატებით 25 გადამზადებული ექსპორტის მენეჯერი ჰყავს.სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა.

“ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი“ ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებისთვის არის შექმნილი, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს აიმაღლონ ცოდნა, განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები მათთვის რელევანტურ კომპანიებთან, ამასთან ერთად დანერგონ კორპორაციული მდგრადობის სტრანდარტები მათ კომპანიებში, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ საექსპორტო საქმინაობაში.

2022 წელს, სასერტიფიკატო კურსის მორიგი ციკლის განხორციელება თელავსა და ქუთაისშიც იგეგმება. მსურველების რეგისტრაცია კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

გააზიარე: