მოამზადეთ და წარადგინეთ თქვენი CoP
გაეროს გლობალური შეთანხმების ანგარიშგების – კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (CoP) -მომზადებისთვის საჭირო ინსტრუქციები, წესები და მასალები ქვემოთ არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშგება აიტვირთოს ელექტრონულად მითითებული ვადის ამოწურვამდე. დამატებითი ინფორმაცია ანგარიშგების, ვადებისა და წესების შესახებ იხილეთ ქვემოთ.
-
როგორ მოვამზადოთ კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (CoP)?
1. გახსოვდეთ ვადები
ანგარიშგება – კომუნიკაცია პროგრესის შესახებ გაეროს გლობალურ შეთანხმებაში გაწევრიანებიდან ერთი წლის შემდეგ ან წინა ანგარიშგების ატვირთვის თარიღის მიხედვით უნდა ატვირთოთ. აღნიშნული ვადა ნაჩვენებია თქვენი ორგანიზაციის საჯარო პროფილზე. მოძებნეთ თქვენი პროფილი.
ახალი წევრები ვალდებულნი არიან წარადგინონ CoP გაეროს გლობალურ შეთანხმებაში გაწევრიანებიდან ერთი წლის შემდეგ. ის ორგანიზაციები, რომლებიც უკვე არიან გაეროს გლობალური შეთანხმების წევრები ვალდებულნი არიან წარადგინონ CoP, ბოლო ანგარიშგების წარდგენის ვადიდან ერთი წლის შემდეგ. მაგალითად, თუ კომპანიამ წარადგინა CoP 2017 წლის 1 აპრილს, შემდეგი CoP უნდა წარაგნოს 2018 წლის 1 აპრილს. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ CoP-ის წარდგენის ვადაა 23:00 საათი UTC დროით.
2. გაეცანით CoP– ის მინიმალურ მოთხოვნებს და CoP– ის წესებს
CoP – ს წესები ხელმისაწვდომია გაეროს გლობალური შეთანხმების ბიბლიოთეკაში რამდენიმე ენაზე.
3. განსაზღვრეთ რა ტიპის ანგარიშს წარადგენთ და გაითვალისწინეთ ანგარიშგების პერიოდი
მისაღებია შემდეგი ფორმატები:
- ცალკეული დოკუმენტი
- მდგრადობის ან კორპორაციული პასუხისმგებლობის ანგარიშის ნაწილი
- წლიური ფინანსური ანგარიშის ნაწილი
- CoP- ის ძირითადი ნიმუში (basic template), რომელიც ხელმისაწვდომია ახალი წევრებისთვის, რომლებსაც ჯერ არ გამოუქვეყნებიათ ანგარიში.
- Express CoP ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
განსაზღვრეთ ის პერიოდი, რომელსაც მოიცავს ანგარიშგება (დაწყების და დასრულების ვადები).
4. განსაზღვრეთ თქვენი CoP-ის დიფერენციაციის დონე
გადაწყვიტეთ CoP– ის დიფერენციაციის რომელ დონეს ამზადებთ: GC Active ან GC Advanced.
5. მოამზადეთ ანგარიშგება
გაითვალისწინეთ:
- რა დრო გჭირდებათ ანგარიშგების მოსამზადებლად?
- რომელი ინდიკატორების გამოყენება გჭირდებათ იმისათვის რომ, გაზომოთ ან/და შეაგროვოთ მასალები რეგულარულად, წლის განმავლობაში შედეგების შესაფასებლად?
- არ დაელოდოთ ბოლო წუთს. აღნიშნული საქმე მოითხოვს დროს და შესაბამის მომზადებას.
- გჭირდებათ იდეები? გამოიყენეთ გაეროს გლობალური შეთანხმების მართვის მოდელი და გლობალური შეთანხმების თვითშეფასების ინსტრუმენტი
- თქვენი ანგარიშის მოსამზადებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ CoP-ის ძირითადი ნიმუში
- გადახედეთ თქვენს ანგარიშს, ჩვენი ჩამონათვალის მიხედვით.
-
ძირითადი საშუალებები თქვენი CoP- ის მოსამზადებლად
GC Active CoPs
- ანგარიშგების კომუნიკაცია პროგრესის შესახებ ძირითადი სახელმძღვანელო: გთავაზობთ CoP-ის მინიმალურ მოთხოვნებს. სახელმძღვანელო მოიცავს პრაქტიკულ შეთავაზებებსა და მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილ, პრაქტიკაში დაფუძნებულ, საუკეთესო მაგალითებს. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ჩვენს ბიბლიოთეკაში.
- ვებინარის ჩანაწერი: მივაღწიოთ “GC Active” დონეს: მიმოიხილავს CoP– ის წესებს და განმარტავს დიფერენციაციის დონეს , ყურადღება გამახვილებულია GC Active დონეზე. იგი მოიცავს CoP– ის მინიმალურ მოთხოვნებს, ვადის გახანგრძლივებასა და მოდიფიკაციას და ელექტრონულად ატვირთვას. ვებინარი ხელმისაწვდომია ჩვენს ბიბლიოთეკაში.
GC Advanced CoPs
- GCAdvanced- ის დამატებითი კრიტერიუმების ჩამონათვალი და CoP- ის წარდგენისკითხვარი: ხელმისაწვდომია ჩვენს ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ენაზე.
- თქვენი გზა შიდა შეფასებისათვის: ეხმარება კომპანიებს განსაზღვრონ მდგრადობის ანგარიშების ან / და CoP-ის გარე შეფასების მიზანი; გააანალიზონ სხვადასხვა მიდგომები შეფასების სწორი კრიტერიუმების შესარჩევად, და შეარჩიონ გარე შეფასების კონკრეტული მიდგომა.
- გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI)-ის გამოყენება CoP-ის მოსამზადებლად: სახელმძღვანელო შემუშავებულია გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ GRI-სთან პარტნიორობით და აღწერს თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ GRI.
- მდგრადობის ანგარიშგების სახელმძღვანელო პრინციპები CoP– ის მოსამზადებლად: გვეხმარება გავიგოთ თუ როგორ უნდა გავხადოთ სრულყოფილი GC Active და GC Advanced დონის გაეროს გლობალური შეთანხმების დიფერენციაციის პროგრამის ელემენტები, რა მოთხოვნები უნდა შევასრულოთ იმისათვის, რომ ვიყოთ შესაბამისობაში G4-ის სტანდარტებთან.
- ინტეგრირებული ანგარიშგების საერთაშორისო ჩარჩო: ადგენს სახელმძღვანელო პრინციპებსა და შინაარსობრივ ელემენტებს, რომელიც საჭიროა ინტეგრირებული ანგარიშგების მოსამზადებლად. ჩარჩოზე წვდომა.
-
როგორ წარვადგინოთ CoP
იმისათვის, რომ თქვენი COP ჩაითვალოს ოფიციალურად წარდგენილად, ის უნდა აიტვირთოს გაეროს გლობალური შეთანხმების ვებ-გვერდზე. ამისათვის, უნდა გაიაროთ ავტორიზაცია თქვენს მონაწილის პროფილზე და მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს. თქვენი CoP-ის მიღება არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ მას გამოგზავნით ელექტრონულად ან ფოსტით გაეროს გლობალურ შეთანხმების მისამართზე.
GC Active CoP
- ეწვიეთ დეტალურ სახელმძღვანელოს და ვიდეოებს ჩვენს ბიბლიოთეკაში.
GC Active CoP ძირითადი ნიმუშის (basic template) გამოყენებით
CoP ძირითადი ნიმუში არის ვებ პლატფორმაზე განთავსებული ადვილად გამოსაყენებელი ნიმუში, მოცემული მაგალითებით. თუკი თქვენ არ შექმნით თქვენს CoP– ს, როგორც ცალკეულ დოკუმენტს, ნიმუში დაგეხმარებათ CoP-ის შექმნაში.
- ეწვიეთ დეტალურ სახელმძღვანელოს და ჩამოწერეთ CoP-ის საბაზისო შაბლონი.
GC Advanced CoP
- იხილეთ წარდგენის დეტალური სახელმძღვანელო, კრიტერიუმები და კითხვარი, თუ როგორ უნდა შექმნათ Advanced CoP
-
როგორ მოვითხოვოთ ვადის გახანგრძლივება
არსებობს ორი გზა იმისთვის, რომ მოითხოვოთ ვადის შეცვლა CoP – ს ვადის ამოწურვამდე. თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენი მონაწილის პროფილში და მიჰყვეთ ქვემოთ მოყვანილ ინსტრუქციას.
- საშეღავათო პერიოდის წერილი: იძლევა დამატებით 90 დღეს. იხილეთ საშეღავათო პერიოდის წერილის გაგზავნის სახელმძღვანელო.
- ცვლილების მოთხოვნა: იძლევა ერთჯერადად ანგარიშგების ატვირთვის თარიღის გადავადების საშუალებას 11 თვემდე ვადით, ანგარიშგების ციკლის შეცვლის მიზნით. იხილეთ ცვლილების მოთხოვნის სახელმძღვანელო.