GE

ჩვენ შესახებ

პროგრესული მომავლის ხელშეწყობა ბიზნესის ჩართულობითა და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით

ვინ ვართ ჩვენ

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმის, გაეროს გლობალური შეთანხმების, ადგილობრივ ქსელს. ჩვენ წვლილი შეგვაქვს საქართველოს მდგრად განვითარებაში პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის ხელშეწყობის გზით გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესაბამისად, ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოს დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ამასთან, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნეს სექტორის ჩართულობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. ჩვენი მიზანია ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ხელს ვუწყობთ მულტისექტორულ პარტრნიორობას და უზრუნველვყოფთ ხარისხიან განათლებას მდგრადი კორპორაციული მმართველობის სფეროში.

საექსპერტო სფეროები
• მდგრადი განვითარების დღის წესრიგი
• ბიზნესი და ადამიანის უფლებები
• მდგრადი კორპორაციული მმართველობა
• გარემოს დაცვა და ეკო-ინოვაცია
• შრომითი სტანდარტები
• ბიზნესის კეთილსინდისიერება
• პარტნიორობის ხელშეწყობა

დაინტერესებული მხარეები და სამიზნე ჯგუფები: ბიზნეს სექტორი, ბიზნეს ასოციაციები, სამთავრობო უწყებები, სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედია და აკადემიური წრეები.

დონორები და პარტნიორები: გაეროს გლობალური შეთანხმება და ადგილობრივი ქსელები,
შვედეთის მთავრობა, აშშ-ის განვითარების სააგენტო, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროკავშირი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, გაეროს სააგენტოები, შვეიცარიის ეკონომოკური თანამშრომლობის და განვითარების სააგენტო.

ჩვენი მიდგომა


ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ხუთ ძირითად მიმართულებას:


განათლება და ცნობიერების ამაღლება
ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს მათი ცოდნისა და საექსპერტო უნარების გაუმჯობესებაში, მდგრადობის ამოცანების ჩამოყალიბებასა და ზრდის მიზნების მიღწევაში. გლობალური შეთანხმების ქსელი მსურველებს სთავაზობს ხარისხიან განათლებას პროფესიული სასერტიფიკატო პროგრამის საშუალებით, კორპორაციული მდგრადობის აკადემიის ფარგლებში, ასევე, ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის გზით როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე.


კონსულტირება
ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ წევრ ბიზნესებს მდგრადი კორპორაციული მმართველობის საკითხებზე, გაეროს გლობალური შეთნახმების ათ პრინციპთან შესაბამისობაში. გლობალური შეთანხმების ქსელი სთავაზობს ბიზნეს სექტორს საქმიანობის თვითშეფასების ინსტრუმენტებს და მათ მხარს უჭერს მდგრადობის ნიშნულების დადგენაში, ხარვეზების გამოვლენასა და კორპორაციული მმართველობის გაუმჯობესებაში. ჩვენ კომპანიებს ვეხმარებით მათი ბიზნეს გეგმებისა და ყოველდღიური საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასა და ინტეგრირებაში.


პარტნიორობის ხელშეწყობა
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აძლიერებს მულტისექტორულ პარტნიორობას მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030-ის მიღწევის მიზნით. ორგანიზაცია წარმატებით აკავშირებს კომპანიებს სამოქალაქო-საზოგადოების ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან, ამასთან, უზრუნველყოფს მსგავსი ინტერესების მქონე კომპანიების დაკავშირებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.


პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართულობა
ჩვენ ჩართული ვართ მთავრობასთან პოლიტიკის დიალოგში ქვეყანაში მდგრადობისკენ მიმართული სამუშაოების წარმართვის მიზნით. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ხელს უწყობს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში ბიზნესის ჩართულობას, სახელმწიფო უწყებების უნარ-ჩვევების გაძლიერებას ბიზნესი და ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობას.


ლიდერობის აღიარება
ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესის პასუხისმგებლიან ქცევას სხვადასხვა ტიპის აღიარებით, რაც გულისხმობს კორპორაციული მიღწევების ხაზგასმას და მდგრადი ქმედებების წახალისებას. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ხელს უწყობს კორპორაციული მდგრადობის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მედია საშუალებით და გამოსცემს ყოველკვარტალურ ჟურნალს „Sustainability Spotlight”.