ბიზნესი
გაწევრიანების 3 მარტივი საფეხური:
საფეხური 1: მიმოხილვა
- გაეცანით ონლაინ აპლიკაციის შევსების სახელმძღვანელოს, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://www.unglobalcompact.org/docs/how_to_participate_doc/Online_Application_Guideline_Business.pdf
საფეხური 2: მომზადება
- მოამზადეთ ვალდებულების წერილი (Letter of Commitment), რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომელიც თან ერთვის აპლიკაციას.
წერილის ნიმუში იხილეთ ლინკზე: https://www.unglobalcompact.org/docs/how_to_participate_doc/Business_Commitment_Letter.pdf
- მოამზადეთ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც თან ერთვის ონლაინ აპლიკაციას.
საფეხური 3: დასრულება
შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია გაეროს გლობალური შეთანხმების ვებ-გვერდზე: https://www.unglobalcompact.org/participation/join/application/business
ონლაინ აპლიკაციის შევსების შემდეგ, მიიღებთ შეტყობინებას გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისიდან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
თქვენი განაცხადის სტატუსთან დაკავშირებით, დაგიკავშირდებათ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი.