GE

ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის ხელშეწყობა კერძო სექტორში

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და კავშირი „საფარის“ ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს გლობალური ინიციატივის – “Target Gender Equality”-ის პროგრამის მონაწილე ქართული კომპანიებისთვის დეკემბრის თვეში ჩატარდა ტრენინგების ციკლი თემაზე – „ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის ხელშეწყობა კერძო სექტორში“.

შეხვედრების თემატიკა მოიცავდა ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო და ადგილობრივ მექანიზმებს, დისკრიმინაციას დასაქმების ადგილზე, თანამშრომელთა განვითარებაზე თანაბარ წვდომას, დღევანდელ ტრენდებს მსოფლიო სარეკლამო სივრცეში და სხვა.

გააზიარე: