GE

გლობალური შეთანხმება საქართველოს ქსელის საბჭოს სხდომა

1 აპრილს სასტუმრო “რუმსში” გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პირველი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საბჭოს 9 წევრმა.

შეხვედრა გახსნა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირმა – სალომე ზურაბიშვილმა, პრეზენტაციით მორიგ თემებთან დაკავშირებით: ქსელის ხედვა, სტრუქტურა, საბჭოს შემადგენლობა და მისი ფუნქციური მიზნები. პრეზენტაციის შემდეგ გამგეობის წევრებმა განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებები და ქართული ქსელის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრის მეორე ნახევარში “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩა.

ვალერი ჩეხერიას განცხადებით: “CSR- ს ბიზნესის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს. ასეთი ინიციატივის წამოწყება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია “. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ორგანიზაცია აქტიური იქნება და პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.

შეხვედრის დასასრულს, საბჭომ განიხილა პროექტი “კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობას საქართველოში”  რომელიც გაიმართება 2016 წლის 22-23 აპრილს. კონფერენციის ფარგლებში ქსელის სამდივნო – სამოქალაქო განვითარების სააგენტო(CiDA) და გლობალური შეთანხმების სათაო ოფისის წარმომადგენლები  ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი აქტიურ ფაზაში გადავა.

CiDA- ს მიერ განხორციელებულ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობას მხარს უჭერს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS პროექტის მეშვეობით.

გააზიარე: