GE

თანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრიდან უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში დაინერგება კორპორაციული მდგრადობის სასწავლო კურსი, რომელსაც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი შეიმუშავებს. ამასთან, მომავალი წლის განმავლობაში, რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმება და გაიმართება.

გააზიარე: