GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2022 წლის SDG პიონერი – ნინო კვერნაძე

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2022 წლის SDG პიონერი გახდა ნინო კვერნაძე – აჭარა ჯგუფის სასტუმროების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

გენდერული თანასწორობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ადგილობრივების დასაქმება და ახალგაზრდების კარიერული წინსვლის მხარდაჭერა ის მოკლე ჩამონათვალია, რაშიც GCNG-ის 2022 წლის SDG პიონერი ნინო კვერნაძე თავისი საქმიანობით ხელს უწყობდა კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

გაეროს გლობალური შეთანხმების ორგანიზებით, 2016 წლიდან, ხოლო საქართველოში – 2019 წლიდან ყოველწლიურად ტარდება კონკურსი – SDG პიონერი. კონკურსი ავლენს ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც მუშაობენ ბიზნეს სექტორში და თავისი საქმიანობით აძლიერებენ კომპანიის კორპორაციულ კულტურასა და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

გააზიარე: