GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ეძებს პროფესიონალებს, რომლებიც მოწადინებული არიან მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ

თბილისი, 1 დეკემბერი, 2021 – „გაეროს გლობალური შეთანხმების“ SDG პიონერების პროგრამის ფარგლებში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს კონკურსს ეროვნულ დონეზე პროფესიონალების გამოსავლენად, რომლებიც მოწადინებული არიან ხელი შეუწყონ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევას. 2022 წლის 10 მარტს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი გამოავლენს ამავე ქსელის წევრი კომპანიის თანამშრომელს, რომელიც გახდება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის SDG პიონერი. შერჩეულ „ადგილობრივ პიონერს“ შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს გლობალური SDG პიონერების ფინალურ კონკურსში, რომლებიც გამოვლინდებიან 2022 წლის „გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტის ფარგლებში“.

2022 წელს, „გაეროს გლობალური შეთანხმება“ გამოავლენს გლობალური SDG პიონერების ახალ თაობას, რომლებიც, პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით, თავიანთ კომპანიებში ისახავენ მდგრადი განვითარების ამბიციურ მიზნებს, რომელთა მასშტაბი და შედეგები შთამბეჭდავია.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მიესალმება “გაეროს გლობალურ შეთანხმებაში“ მონაწილე კომპანიების ძალისხმევას, ნომინაცია გაუკეთონ მათ თანამშრომლებს პროგრამაში მონაწილეობისთვის და შემდგომში შემოგვიერთდნენ მათი აღიარების პროცესში.

 „ბიზნესი ასრულებს გადამწყვეტ როლს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ეს გამორჩეული პროფესიონალები ზუსტად გვაჩვენებენ, თუ რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ცვლილებების მიღწევისთვის ისეთი, რაც სარგებელს მოუტანს როგორც აქციონერებს, ასევე ფართო საზოგადოებას. იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი სხვებსაც გაუღვიძებენ გაერთიანების სურვილს, უკეთესი მსოფლიოს მიღწევის საქმეში.“ – განაცხადა გაეროს გლობალური შეთანხმების უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა და  და აღმასრულებელმა დირექტორმა სანდა ოჯიამბომ.   

გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანიების თანამშრომლებს შეუძლიათ, 2022 წლის 31 იანვრამდე, შეავსონ განაცხადი ან დაასახელონ კოლეგა, რომელიც, მათი აზრით, იმსახურებს პროგრამაში მონაწილეობის მიღებას.

SDG პიონერების პროგრამის შესახებ

ყოველწლიურად, „გაეროს გლობალური შეთანხმება“ გამოავლენს SDG პიონერებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა კომპანიაში ნებისმიერ დონეზე მომუშავე ბიზნეს ლიდერებს, რომლებიც იყენებენ ბიზნესს კეთილი მიზნებისთვის, კერძოდ, 17 მდგრადი განვითარების მიზნის ხელშესაწყობად. SDG პიონერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ „გლობალური მიზნების“ და ამ მიზნების მიღწევისთვის „გაეროს გლობალური შეთანხმების“ მიერ კომპანიების გასაძლიერებლად გაწეული ძალისხმევის მიმართ ინტერესის გაღვივებაში.

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები იხილეთ აქ!

საკონტაქტო ინფორმაცია

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

ბაკურ კვარაცხელია

პროექტებისა და ფონდების მოძიების მიმართულების ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: [email protected]

გააზიარე: