GE

ვაკანსიები

გარემოსდაცვითი და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:16 ივნისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი

გარემოსდაცვითი და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი” აცხადებს ვაკანსიას გარემოსდაცვითი და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დასაქმების ვადა: 16 თვე (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით)

“გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი” წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავალის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით.

სამუშაო აღწერილობა:

** პროექტის გარემოს დაცვის მიმართულების ეფექტური მართვა – პროექტის მენეჯერთან ერთად აქტივობების დაგეგმვა და ეფექტური იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
** გარემოს დაცვის და ინოვაციების მიმართულებით კომპანიების სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია;
** კომპანიებისთვის ტრენინგის ჩატარება ეკო-ინოვაციების თემატურ საკითხებზე;
** კონფერენციების, თემატური დისკუსიებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ბიზნესის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
** კომპანიების მხარდაჭერა ეკო-ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და განხორციელებაში;
** ეკო-ინოვაციების მიმართულებით კონტენტის შემუშავება და მიწოდება საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისთვის ვებ და სოციალური მედიის გვერდებზე განსათავსებლად;
** ეკო-ინოვაციების მიმართულებით კვლევებისა და გამოკითხვების ჩატარება, საჭიროებისამებრ, კვლევით ორგანიზაციასთან თანამშრომლობით;
** კომპანიებისთვის სახელმძღვანელოს და რეკომენდაციების შემუშავება გარემოს დაცვის სტანდარტების იმპლემენტაციის საკითხზე;
** განხორციელებული საქმიანობის შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება პროექტის ხელმძღვანელთან;
** ბიზნესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია ეკო-ინოვაციების საკითხებზე;
** საჭიროებისამებრ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სხვა პროექტულ თუ ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართვა.

გარემოს დაცვის მიმართულების კოორდინატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (სასურველია, გარემოს დაცვის მენეჯმენტის, ინოვაციების, გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების, ეკოლოგიის, ან მომიჯნავე სპეციალობებით);
** გარემოს დაცვის, ეკო-ინოვაციებისა და მომიჯნავე თემებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 2 წელი);
**ბიზნესთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ცოდნა კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების შესახებ;
** საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს-სექტორთან და მედიასთან მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური, წერითი / ზეპირი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
** კანდიდატი უნდა იზიარებდეს ორგანიზაციის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს;
** ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** ინოვაციური ხედვა
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობა
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტური მართვა

დაინტერესებულმა პირებმა მისამართზე:  უნდა გამოაგზავნონ:

** CV, ორი რეკომენდატორის მითითებით, ინგლისურ ენაზე
** სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, სადაც აღწერილი იქნება კანდიდატის ხედვა საქართველოში, ბიზნეს სექტორში, ეკო-ინოვაციური მიდგომის დანერგვის მიმართულებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 28 ივნისი, 18:00 სთ.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: გარემოსდაცვითი და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი

კორპორაციული მდგრადობის აკადემიის კოორდინატორი

გამოქვეყნდა:16 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი

კორპორაციული მდგრადობის აკადემიის კოორდინატორი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი” აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული მდგრადობის აკადემიის კოორდინატორის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დასაქმების ვადა: 16 თვე (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით)

“გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი” წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავალის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით.

“კორპორაციული მდგრადობის აკადემია” დაარსდა 2020 წელს, “გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” მიერ “საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან” პარტნიორობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. აკადემიის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამ თემაზე განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემა დაინტერესებული პირებისთვის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხები.

სამუშაო აღწერილობა:

** კორპორაციული მდგრადობის აკადემიის მენეჯერთან ერთად ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** ლექციების ორგანიზება და დასწრების კონტროლი;
** აკადემიის ლექტორებთან და სტუდენტებთან მუდმივი კომუნიკაცია სატელეფონო ზარებისა და ელ-ფოსტის მეშვეობით;
** ორგანიზაციის ციფრული მედიის მენეჯერთან ერთად აკადემიის შესახებ ინფორმაციის განთავსება ვებ და სოციალური მედიის გვერდებზე (Facebook, Youtube, Twitter, LinkedIn, Instagram);
** აკადემიის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და კოორდინაცია (მეილი, სატელეფონო კომუნიკაცია, ღია კარის დღეებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და სხვა);
** აკადემიის მიერ დაგეგმილი კურსების გაყიდვების ზრდა, დაინტერესებული პირების/კომპანიების მოძიება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;
** აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი შესყიდვების აღრიცხვა და ორგანიზაციის შესყიდვების მენეჯერთან კომუნიკაცია;
** აკადემიის ელექტრონული ბიბლიოთეკის განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
** მსგავსი საქმიანობისა ან / და პროექტების მართვის გამოცდილება;
** ოფიციალური დოკუმენტაციისა და კორესპოდენციის წარმოების გამოცდილება;
** სოციალური მედია გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
** სასურველია ჰქონდეს მომხმარებელთან ურთიერთობისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** ინოვაციური ხედვა
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობა
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტური მართვა

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე :

** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი), სადაც გასცემთ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ უნდა შეგარჩიოთ აღნიშნულ პოზიციაზე (ქართულ ან ინგლისურ ენაზე).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ივნისი, 18:00 საათი.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: “კორპორაციული მდგრადობის აკადემიის კოორდინატორი”.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი

ციფრული მედიის მენეჯერი

გამოქვეყნდა:16 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი

ციფრული მედიის მენეჯერი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი” აცხადებს ვაკანსიას ციფრული მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დასაქმების ვადა: 16 თვე (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით)

“გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი” წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავალის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით.

სამუშაო აღწერილობა:

** ორგანიზაციის მისიის, ხედვისა და სტრატეგიის მხარდაჭერა ციფრულ მედიაში;
** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით აქტივობების დაგეგმვა;
** ციფრული მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;
** განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად კონტენტისა და ვიზუალური მასალის შექმნა დიზაინერის დახმარებით და განთავსება ციფრულ პლატფორმებზე;
** ორგანიზაციის სოციალური მედიის (Facebook, Youtube, Twitter, LinkedIn, Instagram) და ვებ-გვერდების გამართული შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა;
** სოციალურ არხებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** დიზაინერთან თანამშრომლობით ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფოგრაფიკების დამზადება და განთავსება სოციალურ ქსელში და ორგანიზაციის ვებ-გვერდზე;
** ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
** მასალების შინაარსობრივი დამუშავება, ქართულ და ინგლისურ ენებზე და განთავსება ციფრულ პლატფორმებზე;
** მედია მონიტორინგი;
** ორგანიზაციის პოპულარიზაციის მიზნით, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელთან ერთად, მედია საშუალებებთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალურ მედიაში კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** Facebook, Youtube, Twitter, LinkedIn, Instagram გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება – სპონსორინგის და სხვა ინსტრუმენტების ცოდნა;
** Google Analytics, Google Adwords, Facebook/LinkedIn AD Manager – ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

ციფრული მედიის მენეჯერი იმუშავებს ორგანიზაციის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელთან თანამშრომლობით.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** ინოვაციური ხედვა
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობა
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტური მართვა

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე :

** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** ციფრული მედიის მართვის გამოცდილების ამსახველი ნიმუშის / მასალების ბმულებები.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ივნისი, 16:00 საათი.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: “ციფრული მედიის მენეჯერი”.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი