GE

რას გთავაზობთ

გლობალური შეთანხმების ათი პრინციპი წარმოადგენს კორპორაციული პასუხისმგებლობის ეთიკურ და პრაქტიკულ ჩარჩოს, კომპანიის ზომის, ფორმისა და საქმიანობის სფეროს მიუხედავად. შესაბამისად, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში გაწევრიანება კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს  მოიპოვონ არამხოლოდ პასუხისმგებლიანი, მდგრადი და ეთიკური ბიზნესის სახელი, არამედ საუკეთესო გამოცდილებისა და პრობლემების გადაწყვეტის ახალი საშუალებების გაზიარების მიზნით წვდომა ჰქონდეთ თითქმის ყველა ინდუსტრიის, სექტორისა თუ მასშტაბის პარტნიორებთან.

გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორების 93%-ი მიიჩნევს, რომ კორპორაციული მდგრადობა კომპანიის წარმატებული მომავლის უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს 160 ქვეყანაში არსებული გლობალური შეთანხმების ქსელი/წარმომადგენლობა აცნობს ადგილობრივ კომპანიებს მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებს, უზიარებს რესურსებსა და გამოცდილებას და ეხმარება მათ ბიზნესისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივების განხორციელებაში.

2020 წელს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა შეიმუშავა საწევრო პაკეტები, რომლის საშუალებითაც, ნებისმიერ კომპანიას, მიუხედავად ზომისა თუ შემოსავლისა, საშუალება აქვს გახდეს გლობალური შეთანმების მონაწილე და მიიღოს მასზე მორგებული, კომპანიისთვის სასარგებლო რესურსები და ინდივიდუალური კონსულტაციები კორპორაციულ მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ამჟამად, GCNG საქართველოში არსებულ კომპანიებს 4 პაკეტს სთავაზობს; კომპანიას შეუძლია გახდეს ძირითადი ან კორპორატიული პაკეტის ხელმომწერი, ან გლობალური მონაწილე. არჩეული პაკეტიდან გამომდინარე, წევრი კომპანიები შეძლებენ მიიღონ ისეთი უპირატესობები, როგორიცაა სექტორთა თანამშრომლობის შესაძლებლობები, გლობალური შეთანხმების პლატფორმებით სარგებლობა, კორპორაციული მდგრადობის აკადემიის კურსებსა და რესურსებზე წვდომა, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების თემატურ მასტერკლასებზე დასწრება, ინდივიდუალური მენტორინგი და კონსულტაცია, გაეროს ღონისძიებებზე ექსკლუზიური მოწვევა, გლობალური შეთანხმების შიდა ექსპერტთა ქსელზე წვდომა და სხვა მრავალი. გარდა კომპანიებისა, აღნიშნული პაკეტი მოიცავს სპეციალურ შეთავაზებას არაკომერციული ორგანიზაციებისთვის.

მიუხედავად იმისა, კომპანიას აქვს თუ არა უკვე დანერგილი მდგრადი კორპორაციული ბიზნეს მიდგომები, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი ბიზნესი ისე, რომ მოიპოვოთ საერთაშორისო აღიარება, როგორც ეთიკურმა, პასუხისმგებლიანმა და პროგრესულმა ბიზნესმა, და ამასთან, ხელი შეუწყოთ საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ წინსვლას.