GE

ქსელის შესახებ

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.


აღნიშნულის მისაღწევად, გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ:

(1) განახორციელოს საკუთარი საქმიანობა ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოსა და კორუფციასთან ბრძოლის ათი პრინციპის შესაბამისად;

(2) განახორციელოს სტრატეგიული ქმედებები უფრო ფართო საზოგადოებრივი მიზნების განსავითარებლად, ისეთების, როგორიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, განსაკუთრებით, თანამშრომლობისა და ინოვაციის ნაწილში.

ამჟამად, გაეროს გლობალური შეთანხმება აერთიანებს 160-მდე ქვეყანაში დაფუძნებულ 12 000-ზე მეტ კომპანიასა და, დაახლოებით, 4 000 არასამეწარმეო პირს.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG) წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების პლატფორმის ადგილობრივ ქსელს.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავლის შექმნა; საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

2020 წელს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საქმიანობა მხარდაჭერილი იყო შვედეთის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, ACCESS პროგრამის ფარგლებში. ასევე, 2020 წელს ახალ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასთან.