GE

გამგეობა

რუსუდან მეძმარიაშვილი

BP Georgia - CSR მენეჯერი

ვრცლად

რუსუდან მეძმარიაშვილი

BP Georgia - CSR მენეჯერი

რუსუდან მეძმარიაშვილი არის BP Georgia-ს სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, 2008 წლიდან. იგი პასუხისმგებელია BP Georgia-ს სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგის მართვაზე, BP-ის ბიზნესისა და რეპუტაციის გაუმჯობესების მიზნით – დაინტერესებული მხარეების მრავალფეროვან ჯგუფებთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვაზე. ასევე, პასუხისმგებელ მილსადენებთან დაკავშირებული ოპერაციების დროს, BP-ის ქცევის კოდექსთან, სხვა შიდა და გარე სტანდარტების შესაბამისობაში ყოფნის უზრუნველყოფაზე.

ჯორჯ ველტონი

ამერიკული სავაჭრო პალატა საქართველოში - აღმასრულებელი დირექტორი

ვრცლად

ჯორჯ ველტონი

ამერიკული სავაჭრო პალატა საქართველოში - აღმასრულებელი დირექტორი

დოქტორი ჯორჯ ველტონი არის ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი 2015 წლიდან, სადაც მის პასუხისმგებობაში შედის: გენერალური მენეჯმენტი, პროექტების ზედამხედველობა და AmCham-ის ფართო საზოგადოებრივი პოლიტიკის საქმიანობის კოორდინაცია.

ჯორჯ ველტონი ასევე მუშაობს კომპანიაში – GeoWel Research, რომელიც მან 2009 წელს დააარსა.  მისი კომპანია ატარებს კვლევებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა – ევროკავშირი (EUAID და EUFP7), SDC, UNDP, UNICEF, USAID, ADB, DfID, KFW, GIZ,  Mercy Corps, Oxfam, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,”Transparency International”, “World Vision” და მრავალი სხვა.  

ჯორჯ ველტონი 2004 წლიდან მუშაობდა აკადემიურ მეცნიერ-მკვლევრად საქართველოში და აქვს დოქტორის ხარისხი უელსის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

სალომე ზურაბიშვილი

სიდა - აღმასრულებელი დირექტორი

ვრცლად

სალომე ზურაბიშვილი

სიდა - აღმასრულებელი დირექტორი

სალომე ზურაბიშვილი ორგანიზაციაში 2015 წლის აგვისტოდან მუშაობს, 2018 წლის აპრილში ის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ის ხელმძღვანელობდა სიდას პროექტებს, რომლებიც მიმართულია საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებისკენ. მას შემდეგ რაც სიდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოდ განისაზღვრა, სალომე ქსელის საკონტაქტო პირი გახდა. ის ასევე აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციისთვის ფონდების მოძიების პროცესში. 

სალომეს სპეციალობის სფეროს წარმოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო შრომის უფლებები, საერთაშორისო სამართალი და მდგრადი განვითარება. 

სალომემ მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ადამიანის უფლებებსა და შრომის უფლებებში მიიღო ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში. რამდენიმე თვე ის მუშაობდა კოპენჰაგენში, დანიის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც. 2010-2013 წლებში ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მუშაობდა. ამჟამად ის კითხულობს ლექციებს ბიზნეს ეთიკასა და კორპორაციულ პასუხსმგებლობაში საერთაშორისო შავის ზღვის უნივერსიტეტში.

2015 წელს სალომემ ემპირიული კვლევა ჩაატარა მიანმარში, მსხვილი ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკის ეფექტურობასთან დაკავშირებით შრომითი უფლებების დაცვის ჭრილში.

თინათინ სტამბოლიშვილი

კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი ჯიპიაი ჰოლდინგი

ვრცლად

თინათინ სტამბოლიშვილი

კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი ჯიპიაი ჰოლდინგი

თინათინ სტამბოლიშვილი სტრატეგიული კომუნიკაციისა სპეციალისტია საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილებით. იგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და კითხულობს ლექციებს საზოგადოებასთან ურთიერთობაში, მარკეტინგში და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაში. არის ასევე ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – „ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება“.

ამჯერად იგი გახლავთ საქართველოს წამყვანი სადაზღვევო კომპანიის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ („ვენის სადაღვევო ჯგუფი“) კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი და პასუხისმგებელია კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის შემქნასა და განხორციელებაზე, ასევე – ამ პოლიტიკის დაახლოვებაზე „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სტანდარტებთან და პრინციპებთან. „ჯიპიაი ჰოლდინგს“ მოპოვებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარება და ჯილდოები სოციალური პასუხისმგებლობის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: დასაქმება და შრომითი უფლებები, ადგილობრიი მრიცე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა და ა.შ.

გივი ბერიძე

დამფუძნებელი - Edison Tech Solutions

ვრცლად

გივი ბერიძე

დამფუძნებელი - Edison Tech Solutions

გივი ბერიძემ, კომპანია Edison Tech 2017 წელს დააფუძნა. კომპანია საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ბიზნესებისთვის ჰქმნის Hardware და Software პროდუქტებს. 

ეკატერინე ჟვანია

ჯეპრა - აღმასრულებელი დირექტორი

ვრცლად

ეკატერინე ჟვანია

ჯეპრა - აღმასრულებელი დირექტორი

ეკატერინე ჟვანია 2013 წლის აპრილიდან კომპანია ჯეპრაში აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

ეკატერინეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კომერცია-მარკეტინგის ფაკულტეტი, სპეციალობით ტურიზმის კომერსანტ-მარკეტოლოგი. გავლილი აქვს პიარ სკოლაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციებისა და Government 2.0 კურსები, ასევე ტრეინინგები მენეჯმენტში, ზოგადი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარების წარმოებაში, დროის მართვაში, მარკეტინგში და სხვა.

მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებში სხვადასხვა პოზიციებზე: კონსულტანტი, შესყიდვების მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი და ა.შ.

2009-2013 წლებში “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში” მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

მისი ხელმძღვანელობით მარკეტინგისა და ინოვაციების განხრით სააგენტოში განხორციელდა მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტები, როგორიცაა სახელმწიფო გაყიდვების პორტალი “eauction.ge” და კომპანიის რესურსების მართვა “ERP”.

მაია ქობალია

კრისტალი - გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი

ვრცლად

მაია ქობალია

კრისტალი - გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი

მაია ქობალია “კრისტალის” გარემოსდაცვითი და სოციალური (E&S) სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობს. კრისტალში გაწევრიანებამდე მაია “საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზების” აღმასრულებელი დირექტორი იყო. იგი სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (გერმანია). 

იგი იყო პოლონეთის ლიდერობისა და ლიდერ ქალთა სწავლების პროგრამის Vital Voices მენტორი; და Open World პროგრამის კურსდამთავრებული (აშშ).

მისი ინტერესია ენების სწავლა, ამჟამად მაია ხუთ ენაზე საუბრობს. 

ის არის გაეროს გლობალური შეთანხმების კონკურსის SDG Pioneer-ის 2019 წლის ადგილობრივი გამარჯვებული.

ლევან ახვლედიანი

Orient Logic - გენერალური დირექტორი, GCNG - გამგეობის თავმჯდომარე

ვრცლად

ლევან ახვლედიანი

Orient Logic - გენერალური დირექტორი, GCNG - გამგეობის თავმჯდომარე

ლევან ახვლედიანი გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარედ 2020 წელს აირჩიეს.

ლევან ახვლედიანს გააჩნია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციების მართვის მიმართულებით. მრავალი წლის განმავლობაში ის მართავდა სხვადასხვა ინდუსტრიების წამყვან ორგანიზაციებს. ლევანი გახლავთ კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრანტი და ასევე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სერთიფიცირებული მაგისტრი პროექტების მართვის  მიმართულებით.

ამჟამად, ლევან ახვლედიანი გახლავთ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ გენერალური დირექტორი და მის გუნდთან ერთად საქართველოს უმსხვილეს ლიდერ კომპანიებში უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი ვენდორების უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას.  პარალელურ რეჟიმში, ლევან ახვლედიანი არის საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის პარტნიორი ტრენერი და უძღვება გაყიდვების მიმართულებით არსებულ საერთაშორისო კურსებს.

ლევან ახვლედიანს მოპოვებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოები ორგანიზაციების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

მაია შიშნიაშვილი

ინოვა-ს ხელმძღვანელი

ვრცლად

მაია შიშნიაშვილი

ინოვა-ს ხელმძღვანელი

მაია შიშნიაშვილი საკონსულტაციო კომპანია ,,ინოვა”-ს ხელმძვანელობს. კომპანია უკვე 15 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. ამ პერიოდის განმავლობაში მათ განახორციელეს 200 -ზე მეტი პროექტი მათ შორის კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებთან.